-ჯეის... დარწმუნებული ხარ,რომ სახლში წასვლა არ გინდა?...
-არა, ჯონგინ... უბრალოდ შენთან დავრჩები, კარგი?..
-ეგ პრობლემა არარის ჯეიჯეი...უბრალოდ სეჰუ..
-ჯონგინ.
-აიშ... მაპატიე...
ჯონგინმა ანერვიულებული სახით გადახედა მგზავრის ადგილას მჯდომ და ფანჯარაში მომზირალ არსებას,რომლის თმები მზის სხივებზე ოქროსფრად ელვარებდა, მისი თეთრი, რძისფერი კანი კი ბზინვარებდა.ქაიმ ვერ შეძლო ამ მშვენიერებისთვის თვალის მოწყვეტა და უბრალოდ..
მანქანა გააჩერა.
გააჩერა და თვალები მიაპყრო იმ მშვენიერ არსებას, რომელიც გაკვირვებული შესცქეროდა დიდი, წყლიანი,ყავისფერი თვალებით.
-ჯონგინ, რატომ გავჩერდით?
-...
ქაი ხმაამოუღებლად მიშტერებოდა, სანამ საბოლოოდ ჩუმად არ ამოილუღლუღა.-მას გავხარ... ძალიან....
-მას? რას გულისხმობ?ჯონგინს ჩაეცინა, ჯეისს მზერა აარიდა და მანქანა დაძრა.
-ჯეის, რამდენი წელია გიცნობთ, გახსოვს?
-ჰმმ, მგონი 5 წლიდან... და რატომ მეკითხები?
-13 წელია~
-....
-ამ ცამეტი წლის მანძილზე, ჩემს ურთიერთობებზე რამე გსმენია?
-არა...
-ჰმმ, და ეს უცნაურად არ გეჩვენება?~
-კი, მაგრამ...
-და მიზეზი იცი?
-არა...
-გაინტერესებს?
-....
-იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ადამიანი მიყვარდა~ რომლისთვისაც ეს არასდროს მითქვამს, ან მიგრძნობინებია.ქაის ჩაეცინა და ჯეისის დაბნეულ სახეს შეხედა.
-თქვი მას ძალიან გავხარო...
და ჯეისის დიდი მუქი თვალები უფრო გაფართოვდა.
-ქაი!..
-იეპ, ჯეიჯეი~ გამოიცანი.
-და მან არაფერი იცის?
-ნოუპ~ წარმოდგენაც არ აქვს~
-ეტყვი?....
ჯეისმა თავი დახარა და ბოლო სიტყვები ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა.
-არა ჯეიჯეი... მას ბექიონი უყვარს.ჯეისმა აფორიაქებულმა შეხედა. ქაის კი მის ამ რეაქციაზე გაეცინა.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Twins
Rastgeleბურუსმა მომიცვა..უცნობმა გრძნობებმა იჩინა ჩემში თავი...პირველად ნამდვილად შემიყვრდა... მაგრამ ჩემი სიყვარულის ისტორია დაწყებამდე დამთავრდა...ის ჩემი ძმაა...ჩემი ტყუპისცალი... და ამისთვის ვწუხვარ...