თავი 21

365 64 16
                                    

მირბის და არ იცის სად.

უშინაარსოდ კვეთს ქუჩებს, მაგრამ არ იცის სად გაუწევია, რატომ ან რისთვის.

გონება დაბინდული აქვს.

თვალები ცრემლებით ამოვსებული.

ვერაფერს ხედავს ქვეყნიერების ზურგზე.

დაბნელდა

მოიღრუბლა

თითქოს ბუნებაც კი გრძნიბს მის ღრმა ტკივილს.

წკაპ..

პატარა წვიმის წვეთი დაეცა ჯეისს ღაწვზე.

ტირის..

ბუნებაც ტირი მისი უმწეო შვილის დანახვისას..

გატეხილია..

უსულო..

უგულო...

ყველანაირი იმედ დაკარგული..

მაგრამ რას ელოდა?

ნუთუ სჯეროდა, რომ ის ამ გრძნობით ბედნიერებას ეღირსებოდა?

ნუთუ...

ჯეისს ყელში ბურთი გაეჩხირა..

ცრემლებმა ხილვადობა დაუბინდა..

ირგვლივ ყველაფერი, ყველა საგანი, ერთმანეთში აიზილა..

მაგრამ მას ბედნიერი დასასრულის სჯეროდა...

როგორც ეს ზღაპრებში ხდება.

უნდოდა დაეჯერებინა..

მაგრამ ამის საშუალებას მისი ცნობიერი არ აძლევდა..

სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლაში, სადაც ვნებებით და არამორალური სურვილებით დატვირთული მერანი შესჭიდებია ყოფიერებისა და მორალის ეტალონს, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა...

ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაჭრილი აღმოჩნდა.

ამიტომაც დანებდა.

ხელი ჩაიქნია ბედნიერებაზე...

ესაა მისი ბედი..

სეჰუნს თავი უნდა აარიდოს..

მის მხედველობის არეში მაღალი  შავი ფიგურა გამოჩნდა.
რომელიც ნელნელა უფრო უახლოვდებოდა და მისი ყორანივით შავი თვალები მის სულის წიაღში შეღწევას ლამობდნენ.

ჯეისმა, ცრემლები მოიწმინდა და ტკივილნარევი ღიმილით მის წინ მდგარ ფიგურას შეხედა.

-გამარჯობა ,მამა.
-ჯეი. აქ რას აკეთებ?

ჯეისმა იცოდა, რომ მამამისს ვერ მოატყუებდა, მაგრამ რეალურ მიზეზს ვერ ეტყოდა.. ამას ვერ შეძლებდა..

-რაღაცაზე ვფრიქრობდი, შენ რას აკეთებ აქ? შენ ხომ მოშორებით მუშაობ?..

ბატონ ო-ს ოდნავ გაეღიმა და ჯეისს მხარზე ხელი დაადო.

-მივლინებით ევროპაში მიშვებენ.
1 თვით.

-მამა...როდის?.
-ზეგ, მაგრამ ჩემი მოადგილე ცუდადაა..მის შემცვლელს კი ვერ პოულიბენ..

მამამ დაბლა დაიხედა და პიჯაკი გაისწორა.

- და რა ევალება მას?
-ჰმმ..ჩემი გრაფიკის დაგეგმვა და ახალი ინფორმაციის მოწოდება..

აი ისიც...

მისი გადარჩენის გზა...

მხოლოდ ეს თუ იხსნის მას ამ ტკივილისგან..

ჯეისმა მამამისის ხელები სწრაფად მოიქცია მისაში და სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო მას.

-მე წამიყვანე, მამა..მე ვიქნები შენი თანაშემწე...

ბატონმა ო-მ გაოგნებული სახით შეხედა.

ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მისი შვილის თავს.

-რა?..

-გთხოვ, მამა...

და მისი თვალებიდან პატარა ცრემლმა გამოიკვალა გზა.













TwinsOnde histórias criam vida. Descubra agora