-ჯეის, შენი ძმა სადაა?
-მოვდივარ, მოვდივარ, მადამ~სეჰუნი რამდენიმე საფეხურს გადმოახტა და ჩემს გვერდით დაერჭო.
მისი თვალები მაშინვე ლუჰანზე შეჩერდნენ.
-მოგესმებით, მე სეჰუნი ვარ, უფროსი ვაჟი.
სეჰუნმა ხელი ლუჰანის მშობლებს ისე გაუწოდა, მისთვის მზერა არ მოუშორებია.
-ძვირფასო, ნახე რა ჯელტმენია. არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება ჩვენი ქალიშვილისთვის.
თითქოს ჩუმად გადასჩურჩულა ქალბატონმა ლიმ ბატონ შის.
სეჰუნმა ცალი წარბი ასწია და გადმომხედა.
ლუჰანმა კი თავი დახარა და ჩუმად ჩაეცინა.
-დედა, ეს ნამდვილად არ იყო ჩურჩული.~
-ომო...მაპატიე ძვირფასო.. რა სულელი ვარ..ქალბატონი ლი გაწითლდა. სეჰუნმა კი გაუღიმა და ყურში ჩუმად რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც ქალბატონ ლიმ ლუჰანს გადახედა, გაეცინა და სეჰუნს ეშმაკური ხმით გადასჩურჩულა.
-შევთანხმდით, ახალგაზრდავ~
სეჰუნმა თვალი ჩაუკრა, უკან დაიხია და ხელი მხარზე შემომხვია.
-რა უთხარი მას..
-ეს საუდუმლოა, ჯეიჯეი~-ლუჰანს სახლი დაათვალიერებინეთ ბიჭებო, მანამდე ჩვენ გავერთობით~
დედამ ღიმილით და 'გთხოვთ არაფერი დააშავოთ' სახით ზრდასრულები სასტუმრო ოთახში შეიყვანა და მარტო დაგვტოვა.
-ლუჰანი, ხომ ასეა?
-დიახ, ასეა~
-წამოდი, საძინებლისკენ მე გაგიძღვები.სეჰუნმა თვალი შეავლო სტუმარს და რამდენიმე საფეხურს გადააბიჯა.
ჯეისმა თვალი გააყოლა ძმას და ლუჰანს საძინებლისკენ აუძღვა.
ლუჰანმა დიდ კრემისფერ საძინებელში შეაბიჯა და პირველი რაც მისი ყურადღება მიიპყრო სეჰუნის ფეხბურთის ჩემპიონატზე მიღებული თასი იყო.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Twins
Rastgeleბურუსმა მომიცვა..უცნობმა გრძნობებმა იჩინა ჩემში თავი...პირველად ნამდვილად შემიყვრდა... მაგრამ ჩემი სიყვარულის ისტორია დაწყებამდე დამთავრდა...ის ჩემი ძმაა...ჩემი ტყუპისცალი... და ამისთვის ვწუხვარ...