თავი 15

373 60 18
                                    

-აჰჰჰ~ დავიღალე~

ხმაურიანად გადაეშვა საწოლზე სეჰუნი და თვალები დახუჭა.

-სეჰუნ...

ჯეისი ფეხდაფეხ შეჰყვა ძმას და მის გვერდზე ჩამოჯდა.

-ჰუნი...ადექი.. ჭრილობებს დაგიმუშავებ..

მის ხმაში აღელვება იგრძნობოდა.

-ნააჰ~

სეჰუნმა ამოიგმინა და ბალიში თავზე დაიფარა.

-სეჰუნა...

-აიშ! კარგი, კარგი!

ბალიში მოისროლა, სწრაფად წამოჯდა და ჯეისს თვალებში შეხედა.

2 წამი..
5...
8...
12...

ჯეისი ვერ უძლებდა მის მზერას...
სუნთქვა გაუჩერდა...

რატომ?
რატომ იქცევა ასე?

-ამმ...სეჰუნ?..
-გისმენ.

თვალმოუშირებლად უპასუხა.

ჯანდაბა!
დიდხანს აპირებს მის სახეზე მიშტერებას?!

-წავალ პირველადი დახმარების კომპლექტს მოვიტან!

ჯეისმა სწრაფად ადგომა დააპირა, მაგრამ სეჰუნის ძლიერმა ხელმა შეაჩერა, ისევ საწოლს მიაჯაჭვა და მის ზემოდან მოექცა.

-ჰმმ, ის შენს გვერდით დევს~

სეჰუნმა ეშმაკურად ჩაიღიმა, თითქოს განზრახვას მიუხვდაო და ტუჩზე გამომწვევად იკბინა.

-აჰჰ.. მართალია.. ამმ, მაგრამ თუ არ გამიშვებ მის აღებას ვერ მოვახერხებ სეჰუნ.

დაბნეული ჯეისი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, მაგრამ არაფრის დიდებით სეჰუნის მზერას არ ხვდებოდა, რამაც უფრო გამოიწვია სეჰუნი.

-ომოო, ჯეიჯეი~ ნუთუ ჩემს მზერას გაურბიხარ?~

ჯეის წამიერად დააჟრჟოლა და თვალები გაუფართობდა.

-არა! არა და არა!

სეჰუნს სიცილი აუტყდა და გვერდზე გადაგორდა.

-ჰაჰა, ჯეიჯეი რა საყვარელი ხარ~

ჯეისს ლოყები შეუფაკლდა და სწრაფად წამოიჭრა ადგილიდან, რომ სეჰუნისგან სახე დაემალა, მაგრამ არც ეს გამოჰპარვია ბატონ ო-ს~.

TwinsOnde histórias criam vida. Descubra agora