სეჰუნმა და ჯეისმა კიმების სახლი დატოვეს და მანქანისკენ გაემართნენ. სეჰუნმა კარი გააღო და ჯეის მიაშტერდა.
-ჩაჯექი.
-რა ჯ..
-მორჩი უაზრო ლაყბობას და უბრალოდ ჩაჯექი!სეჰუნმა მის მკლავს ხელი ძლიერად მოუჭირა, სავარძელზე დაახეთქა და კარი მოუჯახუნა.
ჯეისი კი ტკივილისგან დაიმანჭა.
სეჰუნმა მანქანა დაძრა და თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს.
-ღვედი გაიკეთე.
ჯეიმა დააიგნორა და გზას მიაშტერდ.
-ღვედი გაიკეთეთქო.
-არ მინდა.
-გააკეთე, რასაც გეუბნები.ჯეისმა კი ამ სიტყვებზე კონტროლი დაკარგა.
-რატომ უნდა დაგემორჩილო, ო სეჰუნ?! ერთი მიზეზი მაინც დამისახელე!
-უბრალოდ ღვედი გაიკეთე ჯეის...
-იცი რა?! არ მჭირდება შენი ვითომდა 'მზრუნველობა'!ისიც საკმარისია რომ შენთან ერთად მგზავრობის ატანა მიწევს!სეჰუნმა მანქანა გააჩერა.
-გეზიზღები?
სეჰუნი ჰორიზონტა მიაშტერდა და ჯეისის გასაგებად ჩაიჩურჩულა.
ჯეისი შეცბა.
არ ელოდა ამ კითხვას.
გულის ცემა აუჩქარდა.
რა უნდა ეპასუხა?
სძულდა?..
გულში საშინელი ტკივილი იგრძნო...
რა თქმა უნდა, არა..
მაგრამ მან ატკინა.
როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ზიანი მიაყენა.
ამას ვერ აპატიებდა.
-რატომ გავჩერდით..
-სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს საუბარი. უბრალოდ მითხარი, გძულვარ?...
სეჰუნს თითქოსდა ბოლო სიტყვაზე ხმა აუთრთოლდა.
ახლა რა ქნას.
რა უპასუხოს.
ჯეისმა სეჰუნის მწვავე მზერას თვალი აარიდა და ტუჩზე იკბინა.
YOU ARE READING
Twins
Randomბურუსმა მომიცვა..უცნობმა გრძნობებმა იჩინა ჩემში თავი...პირველად ნამდვილად შემიყვრდა... მაგრამ ჩემი სიყვარულის ისტორია დაწყებამდე დამთავრდა...ის ჩემი ძმაა...ჩემი ტყუპისცალი... და ამისთვის ვწუხვარ...