Phantom||1

3.4K 168 15
                                    

სიკვდილი.

ეს მხოლოდ რვა ასო,სამი ხმოვანი, ხუთი თანხმოვანი და  ერთი მარცვალია.

რომელია სწორი განმარტება?

არსებობს კი სწორი განმარტება?

ლექსიკონი,რომ გადაგეშალათ  და   გადაგეფურცლათ სიტყვა "სიკვდილის“ მოსაძებნად, თქვენ რაღაც ამის მსგავს ნახავდით:

სიკვდილი.

1. გარდაცვალების აქტი: ცხოვრების შეჩერება,სიკვდილი.

2.მდგომარეობა, როდესაც მკვდარი ხარ.

ახსნილია რომ სიტყვა „სიკვდილი" შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც ცხოვრების დამანგრეველი და ა.შ.

მაგრამ ეს ფაქტებით ძალიან ტექნიკურად არის შემოწმებული და ახსნილი.

რა არის სინამდვილეში სიკვდილი?
მხოლოდ ცხოვრების დასასრულია?

არცერთმა ჩვენთაგანმა არ იცის.

არცერთი ჩვენთაგანი არ ყოფილა აქამდე მკვდარი,თუმცა ზოგიერთს ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვარი გადავლახეთ.

სინამდვილეში არცერთი ჩვენთაგანი არ ყოფილა მკვდარი.

როგორი გრძნობაა ეს?

სიმშვიდის, სამოთხის? ამის მსგავსი ფიქრები მთელი
დღე-ღამე მტანჯავენ.

ძირითადად კითხვები, იმის შესახებ თუ როგორია გადახვიდე სხვა მხარეს. დიდიხნის მანძილზე მინდოდა იმ მხარეს გადავსულიყავი და ეს სამყარო უკან მომეტოვებინა.

თუ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი, მაშინ სიკვდილი არის სამოთხე, სიცოცხლე კი ნამდვილად ჯოჯოხეთი.

ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი მიზეზი იმისა,თუ რატომ გადავედით კასლ-ჰილში, შტატ ვაშინგტონში, საკრემენტოდან, შტატი კალიფორნიში. ჩემმა ავადმყოფურმა ფიქრებმა ცხოვრების შეჩერებაზე ჩემი მშობლები ძალიან შეაშინა, ასე რომ ბარგი ჩააწყვეს და გადაწყვიტეს,რომ საჭირო იყო გადაგვევლო ორი შტატი,რათა მოვცილებოდით დემონებს, რომლებიც შინაგანად მანადგურებდნენ. თითქოს ისინი ახლა არ მწვავენ, ამ პატარა ქალაქში.

PhantomWhere stories live. Discover now