Phantom|| 20

660 91 1
                                    

თურმე დედაჩემი ჩემი ოთახისკენ წამოვიდა, რომ მოეყოლა როგორ შეჭამა ერთმა პატარა ბიჭმა პირველ კლაში ბაყაყი. შემდეგ განაგრძო იმით, ზოგჯერ როგორი დამღლელი და გამაღიზიანებელია იყო მასწავლებელი და უნდა დავაფასო ჩემი მასწავლებლები იმიტომ, რომ ისინი ძალაინ ბევრს შრომობენ ჩემთვის,მაგარმ უფრო იმ ფიქრით ვიყავი დაკავებული, რომ კინაღამ ისევ მკვდარ ბიჭს ვაკოცე.

მკვდარ ბიჭს, რომელსაც საკუთარი მკვლელის პოვნაში ვეხმარები.

მკვდარ ბიჭს, რომელიც შესაძლოა მოკლა ვიღაცამ ვისთან ერთადაც მე სკოლაში დავდივარ ან ნებისმიერმა ამ დაწყვევლილი ქალაქიდან.

დედაჩემს თავს ვუქნევდი, ისევ განაგრძობდა ლაპარაკს პიტერზე, იმ ბიჭზე მოყოლას, ვინც ბაყაყი შეჭამა,როგორც აღმოჩნდა, ბავშვს არ გადაუყლაპავს ის, უბრალოდ ცოტახანი პირში ჰქონდა ჩადებული,სანამ მიხვდებოდა, რომ ბაყაყები არც ისე გემრიელები არიან.

-მერე გადმოაფურთხა რაზეც ათი პატარა გოგო აყვირდა.-თქვა.         
 -გაკვირვებული ვიყავი, რომ ბაყაყმა ყველაფერი ეს გადაიტანა. ეს პატარა ამფიბია ნამდვილი მებრძოლია.

-დარწმუნებული ვარ.-მხრების უკან გავხედე ფანჯარას.

-რამე მოხდა? რაღაც დაბნეული ჩანხარ.-რამდენიმე დღის წინ მკვდარ ბიჭს ვაკოცე!

-არა.-ვუთხარი, მაშინვე მას შევხედე.
-კარგად ვარ.-წარბები შეჭმუხნა, წამოდგა და მომიახლოვდა.  ხელი შუბლზე მომადო.

-რა ცივი ხარ.-მითხრა და წარბები შეჭმუხნა ისევ.კინაღამ მკვდარ ბიჭს ვაკოცე სანამ შენ აქ ამოხვიდოდი!

-მაცივართან ვიდექი და ვფიქრობდი რა მეჭამა.-ადვილად მოვიტყუე.იცოდა, რომ სულ ესე ვაკეთებდი, როდესაც ვერ  ვწყვეტდი რა მეჭამა.

-ოჰ.-ხელი მომაშორა.ეს დედობრივი მზურნველობა,
ლოყაზე მაკოცა.
-წავალ სადილს მოვამზადებ.-
თავიდ დავუქნიე და ისიც წავიდა, მაგარამ დაავიწყდა კარი მოეხურა.
გავღიზიანდი და მის დასაკეტად ავდექი.იმაზე დავიწყე ფიქრი რა გავიგონე ბიბლიოთეკაში.

PhantomWhere stories live. Discover now