Phantom|| 23

573 89 3
                                    

ჩუმად დავჯექი დივანზე და თავი ხელებში ჩავრგე. მამაჩემი ჩემს წინ დადგა.მალე გავიგონეთ როგორ დაყარა დედაჩემმა ნივთები სამზარეულოს კაფელზე.

-მოვედი.-შეგვატყობინა. მისი ფეხსაცმლის ქუსლების ხმა სამზარეულოდან გვესმოდა.

-აქ მოდი ქეროლაინ.- დაუძახა მამაჩემმა.მისაღებში შემოვიდა და უეცრად გაჩერდა, საშინლად შეცბუნდა.

-რა მოხდა?-ნელა იკითხა.

-დღეს დილით ჯეინი პოლიციის შენობიდან მოვიყვანე.თავი კლასელს ყელსაბამი მოპარა.

-არა, არ მომიპარავს.-მამამ დამაიგნორა.

-ბრალი ედება დანაშაულში და სასამართლოს თარიღი თვის ბოლოს იქნება ცნობილი.

-ჯეინ?-მითხრა დედამ განაწყენებულად.

-ეს ყველაფერი ტყუილია.- დაღლილი ვიყავი ამ საშინელი დღით.

-არ მომიპარავს ყელსაბამი, დედა არა. გეფიცები.

-ვცდილობ გავიგო ყველაფერი.- მითხრა და თავი გააქნია.

-მითხარი ზუსტად რა მოხდა.-
მამამ პირი გააღო,რომ ეთქვა, მაგარამ დედამ ხელით შეაჩერა. 

-მინდა ჯეინისგან მოვისმინო.-
მოვუყევი მთელი ამბავი, როგორც  ჰარის რამდენიმე წუთის წინ მდელოზე.იმედი მქონდა ისე ძალიან არ გაბრაზდებოდა როგორც ის თავიდან.

-თავის ქალას ყელსაბამი იყო.- დავამთვარე.
-ის რომელიც სკოლის პირველ დღეს მეკეთა,შენც უნდა გახსოვდეს დედა. მანამდე კი ავას არც კი ვიცნობდი.-თვალები გაწამებული ცრემლებით ამევსო.

დედა ჩემს გვერდით დაჯდა და მხრებზე ხელები შემომხვია. რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე როდესაც დედამ თმები სახიდან მომაშორა და მათ ზევით აწევას ცდილობდა.

-ხვალ პოლიციაში დავბრუნდებით და ვეტყვი დეტექტივს რომ დავინახე გეკეთა პირველ დღეს.- მშვიდად მითხრა.
-ყველაფერს მოვაგვარებთ.

PhantomWhere stories live. Discover now