Phantom|| 24

597 90 4
                                    

ჩემს საწოლზე ზურგით ვიყავი გადაწოლილი.ფანჯრიდან მზის ჩასვლა ჩანდა და ოთახში ბუნდოვან მოვარდისფრო-ნარინჯისფერ შუქს ასხივებდა. ცა შეღებილს გავდა.ჰარი წიგნების თაროებთან იდგა და ძირს იყურებოდა. როდესაც მე და დედა პოლიციიდან დავბრუნდით,აქ დამხვდა,ჩემს კარადაზე გაკრულ სურათებს ათვალიერებდა.არ ვიცოდი აქ რამდენი ხანი იყო, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიყავი. ეს მისი ოთახი იყო, სანამ ჩემი გახდებოდა.ჩუმად ვუყურებდი,თავი მივატრიალე,რომ უფრო კარგად დამენახა. ყველაფერი მოვუყევი რაც დეტექტივმა უითმორმა მითხრა მის მკვლელობაზე,მას კი ამის შემდეგ ხმა არ ამოუღია.

-ვერ ვხვდები.-ვთქვი. მზერა იატაკიდან ჩემზე გადმოიტანა.

-რას ვერ ხვდები?

-თუ შენი სხეული არც უნახავთ, საიდან იციან,რომ მკვდარი ხარ?

-არ ვიცი.-თქვა.

-უბრალოდ ყველას ეგრე ჰგონია.  არასოდეს მესმოდა რატომ არ გამომაცხადეს დაკარგულ პიროვნებად ?- თავი გააქნია.

-მაგრამ ჩემს დაკრძალვას დავესწარი,ვნახე ქვა, რომელზეც ჩემი სახელი წერია.საიდანღაც იციან,რომ მკვდარი ვარ.

წამოვჯექი.

-როგორ ფიქრობ, ამას შეიძლება რაღაც საერთო ჰქონოდა პოლიციასთან? შეიძლება ვინმემ მათ გადაუხადა.

წარბები შეიჭმუხნა.

-არ ვიცი.უაზრობაა ეს ყველაფერი.-
უეცრად გამახსენდა, რომ ჯიბეში ყელსაბამი მქონდა. ამოვიღე, ავდექი და ჰარისთან მივედი.

-გიბრუნებ.-ხელში ჩავუდე.

-მემგონი ჯობია შენ გქონდეს.-
ვაკვირდებოდი როგორ სინჯავდა ჰარი მას ხელში. თხელ ვერცხლისფერ ცეპზე თავისქალას კულონი ეკიდა, გადაჯვარედინებული ძვლებით. ვიცოდი რასაც აკეთებდა ჰარი. უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ყალბი არ იყო.

-ის არის.-თქვა და თავი დამიქნია.

-საიდან მიხვდი?-გაიღიმა, კულონი ხელში აიღო და გადმოატრიალა. უკან გადაჯვარედინებულ ძვლებთან მიმითითა.

PhantomWhere stories live. Discover now