Phantom|| 12

692 93 1
                                    

სახლში წამოსვლისას მანქანაში ჩამეძინა.ვერ ვიტანდი, როცა გრძელი გზის მერე ჩემი მშობლები მაღვიძებდნენ იმაზე უფრო ადრე,ვიდრე ჩემი სხეული მიჩვეული იყო.

-ჯეინ, აი ჩვენც მოვედით დანიშნულების ადგილას, რომელსაც სახლს ვუწოდებთ, როგორც გვითხრა თავაზიანმა ქალმა ახლახანს დედაშენის ტელეფონით.-ამოვიოხრე მამაჩემის უჩვეულო გაღვიძების სტილზე.

-არ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა, რომ სახლში მოვედით, როგორც ნორმალური მამები აკეთებენ.

-საქმეც მაგაშია,მე არ ვარ ნორმალური მამა.-კბილები დაკრიჭა.

გადმოვედი მანქანიდან, ხელები თვალებზე მოვისვი და დაბღვერილი სახით მამაჩემს შევხედე.ჰარიმ მითხრა, რომ ბილიკზე შევხვედროდი, ამიტომ გეზი სწორედ ბილიკისკენ ავიღე და მაგ გავუყევი. ცოტახანში თითქმის სირბილზე გადავედი. ირგლივ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა და მზე ზემოდან დაგვნათოდა. ქარი თმას უკან მიწევდა, რაც თავისებურად საამო იყო.სვლა შევანელე როდესაც ბილიკამდე მივედი.
როდესაც მიმოვიხედე შევამჩნიე რომ მდელოზე არავინ იყო. აღარც კურდღლები  ჩანდნენ  როგორც ადრე.

-ჰარი?-დავიყვირე,მაგრამ პასუხი არავინ გამცა.
სად იყო? მან ხომ მითხრა რომ აქ შემხვდებოდა.
იმედგაცრუებული უკან გავბრუნდი, როგორც კი სახლში შევედი, მაშინვე ჩემს ოთახში ავედი.
კარებს გავეღებდი და

დარწმუნებული ვიყავი რომ ჰარი ისევ იქ დამხვდებოდა. იგივე ადგილას სადაც მე ის დავტოვე ჩემს ბალიშზე გადაწოლილი მშვიდად იწვა, მოსვენებული თვალები  ნახევრად გახელილი ჰქონდა.მან თვალები მშინვე გაახილა,როდესაც კარები გავაღე და მივხურე.

-მაპატიე.-ვუთხარი.

-არა უშავს.

-გეძინა?-უხალისოდ გაიცინა.

-დავიძინებდი რომ შემეძლოს.

-უიღბლო ხარ?-თავი გააქნია.

PhantomWhere stories live. Discover now