Phantom|| 30

648 95 3
                                    

იანი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ჩემს გასწვრივ.ჩაფიქრებული სახით იყურებოდა.ღია ყავისფერი თვალები შავი უჩანდა, ან მონაციფრო,როდესაც მოგონებები ჰარიზე ისევ მას დაუბრუნდა.ბევრი კითხვის დასმა მინდოდა, სანამ ველოდებოდი როდის დაიწყებდა მოყოლას, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე გადავდე.

-როდესაც პირველად გავიცანი ჰარი დაბალ კლასებში ვსწავლობდით.-დაიწყო იანმა.

-ბევრს არასოდეს მელაპარაკებოდა,ისევე როგორც არცერთი მისი მეგობარი.მას მხოლოდ დედაჩემისგან ვიცნობდი,რომელიც მამამის იცნობდა სკოლაში სწავლისას. ჰარი ჯერ კიდევ დაბალ კლასში სწავლობდა,როცა უკვე  პრობლემები შეექმნა კანონთან, ამიტომ დედაჩემის ოფისში თითქმის ყოველ  შაბათ-კვირას იჯდა,ალკოჰოლის მიღების ან კიდევ სხვა რამის გამო,მაგრამ  დიდად ამაზე არასოდეს უდარდია.იცოდა,რომ მამამის ყოველთვს გამოყვანდა უსამოვნებიდან.

-ის და მაქსი სულ ერთად იყვნენ. მაგრამ მაქსი არასოდეს ყოფილა დაკავებული. არასოდეს მესმოდა. ვიცოდი, რომ მაქსიც იმავეს აკეთებდა წვეულებებზე რასაც ჰარი- რამდნეიმე მათგანზე მეც ვიყავი,მაგარმ დედაჩემის კაბინეტში ყოველთვის ჰარი იჯდა. თითქოს მოსწონდა, თითქოს მისთვის ეს თამაშის ნაწილი იყო.

ყველაფერს კარგად ვაანალიზებდი, რასაც იანი მიყვებოდა.

-კარგად მახსოვს ერთხელ პოლიციაში როგორ მოდიოდა. თვალები მუქი ჰქონდა და ლოყები გაწითლებოდა, მაგრამ სკმაზე გაღიმებული იჯდა.ვკითხე ისევ რაიმე შარში გაეხვია თუ არა, მან კი უბრალოდ ჩემსკენ გამოიხედა და შემდეგ ისევ გაიხედა.მეგონა არ მიპასუხებდა, მაგარმ ჩაიცინა და თქვა ‘კი და გავიმარჯვე.’არ ვიცოდი რა მეპასუხა,ამ დროს კაბინეტში დედაჩემი შემოვიდა.რასაც ის აკეთებდა არასოდეს ჩანდა  არასწორად,იმიტომ რომ ყოველთვის ისე იქცეოდა ყველაფერი სწორად იყო.ასეთ ბევრ ადამიანს ვერ შევხდები.

PhantomWhere stories live. Discover now