Phantom|| 27

692 86 2
                                    

როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ გამეღვიძა, ორი საბანი მეფარა და სავარზლის საზურგისკენ ვიყავი შეტრიალებული.ნელა წამოვჯექი, და ცოტა გამოფხიზლება ვცადე.
ჰარი ისევ იმ ადგილას იჯდა,მისი ტანი ძალიან დიდი იყო იმ სკამისთვის. როდესაც დამინახა რომ გავიღვიძე მაშინვე გასწორდა.

-შეხედე ბოლოს და ბოლოს ვინ გაიღვიძა.-თქვა გაღიმებულმა.
როდესაც ცივი ჰაერი შეეხო ჩემს კანს, მაშინვე მივხვდი მეორე საბანი რატომ მეფარა.

-მაპატიე სიცივის გამო.-თითებს აათამაშა და ძირს დაიხედა.
-ვიცი  ეს ის არის რაც შენ გჭირდება.-საბანი შემოვიხვიე და გავუღიმე.

-ყველაფერი კარგადაა.-ისევ მიღიმოდა,ამასთან ერთად ძალაინ მონატრებული სახე ჰქონდა. ფეხები ერთმანეთს დააშორა და ხელები მუხლებზე შემოიწყო, თვალები კი ჩვეული ღია მწვანე ჰქონდა.

-როგორ ფიქრობ...-დავიწყე ლაპარაკი და უცებ გავჩერდი.

-არაფერი.-ჰარიმ წარბი ასწია.

-უნდა მითხრა ჯეინ.-გავწითლდი.

-მე...-ჩემს კალთას დავხედე.

-როგორ ფიქრობ არსებობს იმის შანსი რომ ისევ რაიმე იგრძნო?-
ჩემმა კითხვამ გააკვირვა, უფრო სხვანაირად დაჯდა. ძალიან  სულელური კითხვა დავუსვი. ეს არ უნდა მექნა.მიუხედავათ ამის, მაინც მიპასუხა.

-არ ვიცი.-მითხრა წყნარად.
-ხშირად ვოცნებობ ამაზე.

-მეც.-ვაღიარე.ვიცოდი ახლა არ იყო იმ გუნებაზე რომ ჩემს სიტყვებზე გაეცინა.შემომხედა და დიდხანს თვალი არ მომაშორა.

-მასე რატომ მიყურებ?-
თვალები დაახამხამა.

-როგორ მასე?

-მასე.-საბანი გადავიხადე.მაშინვე ცივი ჰაერი ვიგრძენი.

-ასეთი ბუნებრივი არასოდეს მინახიხარ.-ასე ნაზად და მომაჯადოებლად ჯერ არაფერი უთქვამს.ლოყები გამიწითლდა.

-ეს კარგია თუ ცუდი?

დაინახა ჩემი გაწითლებული ლოყები და გაიღიმა.

PhantomWhere stories live. Discover now