Phantom|| 18

633 99 3
                                    

დერეფნის კიბეზე ვიჯექი და დავიწროვებული თვალებით ვათვალიერებდი ორ კედელს შორის ცარიელ საიდუმლო კედელს.

მასში რაღაც უცნაური იყო.

რატომ უნდა იყოს დერეფნის შუაში შემთხვევით ცარიელი კედელი?

რაღაც უნდა ყოფილიყო მის შიგნით,მაგრამ რა?

დერეფნის ბოლოში გაღებული ფანჯრიდან ნაზი ნიავი მიბერავდა.
თმის სამაგრი მაჯაზე ჩამოვიწიე და თმები სახიდან მოვიშორე, შემდეგ კი ზევით ავიწიე.

ისევ კედელს შევხედე.მეგონა, რომ თუ საკმარისად დითხანს ვუყურებდი მას, პასუხი თავისით მოვიდოდა.საბოლოოდ შევნიშნავდი უსწორმასწორო ხაზს შპალერზე ან დამალული კარების პატარა მონახაზს. თითქმის საათ- ნახევარი ვიჯექი, კედლელზე კი ვერაფერი შევნიშნე,მაგრამ მის უკან უნდა ყოფილიყო რაღაც.
ჰარიმ მითხრა რომ რაღაც ეცნობოდა.თვალები გავაფართოვე.

ჰარი.

ფეხზე წამოვდექი და ბორწიკით კიბეებს ჩავუყევი. კიბის მოაჯირს ჩავეჭიდე რომ წონასწორობა შემეკავებინა, სანამ სახლის უკანა გასასვლელისკენ გავიქცეოდი.
რა თქმა უნდა,ბედი არ მქონდა, მამაჩემი სამზარეულოში იყო და სურათებს კიდებდა.

-მოიცა ან ძალიან გინდა ტუალეტში და დაგავიწყდა სად არის, ან ველური სირაქლემა მოგსდევს.-ჩაქუჩი მაგიდაზე დადო და ეშმაკურად გამიღიმა.

-არცერთი -ვთქვი და მთელი ძალით ვფიქრობდი რა ტყუილი მომეფიქრებინა.ხელი უკანა კარის სახელურსკენ წავიღე.
- ფანჯრიდან ბალახში კურდღელი დავინახე.-მამამ წარბები ასწია.

-ვაუ,რა სახეობის? ამერიკული ?

-არ ვიცი და მაგიტომ მივდივარ სანახავად.-ოდნავ თავი დავუქნიე, ვიცოდი რომ კარგი ტყული მოვიფიქრე,რადგან მამაჩემს ყოველთვის აინტერესებდა ცხოველების სახეობა.

-მეც წამოვალ.-მამაჩემი კარებისკენ წამოვიდა.

-არა!

PhantomWhere stories live. Discover now