Phantom|| 32

619 87 0
                                    

ჰარის კუბო უკვე დამარხული იყო და ზევიდან ჯერ კიდევ ნედლი მიწა ეყარა. საფლავის ქვაზე ეპიტაფია არ შეუცვლიათ, ისევ ის მოკლე, უბრალო წარწერა ეწერა:

'მშვიდობით განისვენე'.

მე და ჰარი საფლავის წინ ვიდექით.

-ჩემი სხეული ახლა ნამდვილად აქ არის, რა უცნაურია.-ერთ ჩიტი საფლავის ქვაზე დაეშვა და კარგად მოკალათდა.  ჩვენ გვიყურებდა და თავს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს წევდა. მაინტერესებდა რას ფიქრობდა იმ წუთას, როდესაც ჩვენ გვიყურებდა. ნეტავ ის თუ იცოდა რომ მე ცოცხალი ვიყავი ჰარი კი მკვდარი, რომ უჩინარი ბარიერი იყო ჩვენს შორის. ან თუ საერთოდ ჩანდა რომ ორი ადამიანი ვიდექით.

-რამე სხვა უნდა დაეწერათ, რამე ახალი და განსაკუთრებული.- ვუთხარი ჰარის.

- არ მანაღვლებს. ჩემთვის ის მხოლოდ ქვის ნაწილია.

-მართლა?

-ჰო, არ ვიცი რატომ.

-მე ვიცი რატომ.

-ოჰ,მართლა?-წარბი ასწია.

- რატომ? გაინტერსებს რას დაწერენ შენზე, როდესაც მოკვდები. თუნდაც მოკლე წარწერა იყოს.

-შესაძლოა მართალიც ხარ.

-ხედავ, რა კარგად გიცნობ?!- იდაყვი გამკრა.გავუღიმე.
უცებ ჩიტი საფლავის ქვიდან წამოხტადა ხეებისკენ გაფრინდა. ჩვენ კი უბრალოდ ვუყურებდით როგორ მიფრინავდა.

-დამავიწყდა შენთვის მეთქვა.- ქვევით დავხარე თავი.

-დღეს საღამოს მაქსთან წვეულებაზე მივდივარ.სურათი უნდა დავუბრუნო,რომლეიც მისი ოთახიდან წამოვიღე.

-ის ფოტო, მე და მაქსი რომ ვართ ერთად?

-ჰო. მიხვდა,რომ მე ავიღე, მაგარამ არ გაბრაზებულა.ნეტავ საიდან გაიგო, რომ მე ვიყავი და საერთოდ რომ ის ფოტო დაეკარგა? უამრავი სურათი აქვს ოთახში.

-მაქსი ზოგჯერ... უცნაურად სენტიმენტალურია.-თავი დავუქნიე, იმ იმედით რომ კიდევ რამეს გავიგებდი მისა და მაქსის მეგობროაზე. ძალიან ცოტა რამ ვიცოდი,მხოლოდ ის რაც ჰარის ოდესმე ჩემთვის მოეყოლა.
მობილურზე საათი შევამოწმე.

PhantomWhere stories live. Discover now