Phantom|| 22

612 87 4
                                    

მეშვიდე გაკვეთილი სპორტი მქონდა.არასოდეს მიყვარდა ეს გაკვეთილი უბრალოდ სავალდებულო იყო მევლო.
ამიტომაც ვიყავი აქ.

თხუთმეტი წუთის სირბილის შემდეგ, მთლიანად გაოფლილი და დაღლილი ვიყავი.ყველაზე ბოლო რისი გაკეთებას მინდოდა ეს ბიოლოგისს გაკვეთილზე ჯდომა იყო.

ხალხს მივყევი გასახდელი ოთახისკენ.მაშინვე ჩემი გასახდელისკენ წავედი. კლასში მეგობრები არ მყავდა. იქიდან კი მხოლოდ ავას და ესტელას ვიცნობდი,თუმცა ისინი  არ მელაპარაკებოდნენ, მართალი რომ ვთქვა მეც არ მინდოდა მათთან საუბარი.

სავარჯიშო ტანსაცმელი გავიხადე, ისევ მაისური და ჯინსი ჩავიცვი, თმები კი ზევით ავიწიე. კედებზე თასმა შევიკარი და გახარებული ვიყავი რომ მალე სახლში დავბრუნდბეოდი.ჩემი სპორტის უჯრა გამოვაღე, რომ თავის ქალის ყელსაბამი ამომღო.

თითები ჩავჭიდე მაგრად და  კისრის უკან შევიკარი.
ჩემი ნივთები მოვაგროვე, უჯრა დავხურე და მობილური ჯიბეში ჩავიდე.მოულოდნელად ვიღაცამ გაიარა, ფეხზე დამაბიჯა და თასმა გამიხსნა. იმედგაცრუებულმა ამოვიხვნეშე და ისევ შესაკრავად დავჯექი.

-ის არის.-ავიხედე და ჩენს წინ მდგომი ავა დავინახე,მკერდზე ხელებ შემოწყობილი. თვალები ზიზღით უელავდა.უკვე გამოეცვალა სკოლის ტანსაცმელი და საშინლად გაბრაზებული ჩანდა.მის გვერდზე იდგა მის ჰანსენი, სკოლის დირექტორის ასისტენტი.

-ხედავთ?-ავამ ჩემს ყელსაბამზე მიუთითა.ლოყები გამიწითლდა და ხელი ინსტიქტურად ყელსაბამისკენ წავიღე.

-რაიმე პრობლემაა?- ვთქვი. გულმა სულ უფრო ჩქარა დაიწყო ცემა.

-მის მარქს, მის რაითთან ერთად ჩემს კაბინეტში უნდა წამოხვიდეთ.-თქვა მისის ჰანსენმა,მეგობრული ხმა ჰქონდა და არა გაბრაზებული.
ავას თვალებში შევხედე.
მისის ჰანსერს თავი დავუქნიე, ჩემი ნივთები მაშინვე ავიღე და ვეცადე არ მიმექცია ყურადღება გასახდელ ოთახში მდგარ გოგოებზე, რომლებიც დაჟინებით გვაშტერდებოდნენ.

PhantomWhere stories live. Discover now