Phantom|| 25

579 88 0
                                    

იმის შემდეგ რაც ყურმილი დავკიდე, ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. ჩემი მშობლები მეკითხებოდნენ რა მოხდა, მე კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჰარი უნდა მომეძებნა. დარწმუნებული ვიყავი ეს ჰარის სხეული იყო. შემცდომა რომ დამეშვა ავნერვიულდებოდი, მაგარმ ვიცოდი რომ სწორედ მოვიქეცი.

-ჯეინ, გესმის ჩემი? რა მოხდა?- მეკითხებოდა დედაჩემი.

-რას გვიმალავ?-არ ვპასუხობდი, შოკში ვიყავი.ძალაინ მალე პოლიციის მანქანები ჩვენს ეზოში შემოვიდნენ.

გარეთ გავიქეცი, რომ დეტექტივი უითმორი მომეძებნა, ის კრუიზერის კარებს კეტავდა. მუქი შარვალი და თეთრი ბლუზა ეცვა, თმები მხრებზე ჰქონდა გადაყრილი.

გაბრაზებული ჩანდა.

-უფრო ადრე მოვიდოდით ლაილი ესეთი საშინლად რომ არ ატარებდეს მანქანას.-თქვა და ოფიცერ ლაილს გადახედა, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა, შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა.

-გვაჩვენე სად არის გვამი.-
თავი დავუქნიე და სახლის უკან წავედი, მშობლები შორიდან გვაკვირდებოდნენ.
უითმორი ჩქარი ნაბიჯებით მომსდევდა,რომ არ ჩამორჩენოდა. მალე მივედით იმ ადგილას სხვა ბევრ ოფიცერთან ერთად.

-აი აქ.-ვუთხარი.

-ბალახი არ არის გაზრდილი. გრძელი ადგილია,აქ თავისუფლად ჩაეტევა ადამიანი.-უითმორი მიყურებდა,მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.

-საიდან იცი რომ აქ ჰარი სთაილსის გვამია?-არ ვიცოდი როგორ ამეხსნა. არ ვიცოდი როგორ გადმომეცა სიტყვებით ჩემი წინათგრძნობა.

-დამიჯერეთ უბრალოდ დამიჯერეთ.-ცოტახანს მიყურა წარბებშეკრული.ბოლოს, უკან მდგომ ოფიცერებს გახედა.

-რაღას უყურებთ, გათხარეთ.-
გული ჩქარა მიცემდა, როდესაც ვუყურებდი ლაილს და კიდევ ოთხ ოფიცერს როგორ თხრიდნენ იმ ადგილს.დეტექტივი ოდნავ მიტრიალდა, რადიო მიმღებით ვიღაცას ესაუბრებოდა. დაამთავრა ლაპარაკი და ისევ მე შემომხედა.

PhantomWhere stories live. Discover now