Phantom||4

1K 122 3
                                    

მას შემდეგ რაც ჰარი ფანჯრიდან გადახტა ცოტახანით იმ ადგილს სრულიად შეძრწუნებული ვაშტერდებოდი.

-ჯეინ, მე...-დედაჩემმა ჩემს ოთახში შემოაბიჯა.გაჩერდა, როდესაც შემოვტრიალდი და მას შევხედე.

- ჯეინ, რა მოხდა?ისე გამოიყურები თითქოს ახლახანს მოჩვენება დაინახე.-მის ირონიულ განცხადებაზე გამეღიმა, თავი გავაქნიე.

-მაპატიე, არა, მე კარგად ვარ.- ჩქარა წარმოვთქვი, როდესაც ღიმილი შევწყვიტე.

-კარგად ვარ.

-რატომ არის ფანჯარა ღია? მემგონი აქ არც ისე ცხელა, ასე არ არის?

-უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ფანჯარა გაფუჭებული არაა.- მოვიტყუე.

-ოჰ.-თავი გააქნია.
-კარგი.უნდა წავიდე და  სადილი მოვამზადო.

-კარგი.-ვუყურებდი როგორ მიდიოდა. ფანჯარასთან მივვარდი, როგორც კი კარი დაიხურა და
ცოტათი გადავიწიე. ჰარის მთელ შემოგარენში ვეძებდი,თუმცა არსად იყო.

საწოლის იმ ადგილს შევხედე, სადაც ის იწვა. ზეწრები გლუვი და ხელუხლებელი იყო - უცნაურია, ის ხომ ნამდვილად იწვა იმ ადგილას.
დავჯექი საწოლზე და ჩავფიქრდი.

ჰარი მკვდარია. ცოცხალ  ადამიანს ვერანაირად ვერ გამოუვიდოდა ეს ხრიკი.სიცივე,მას ჩემს შიგნით ნამდვილად ვგრძნობდი, სხვა სიცივესთან განსხვავებით, რომლის არსებობაც ვიცი.

რა უნდოდა ჩემგან?დედა მაინც და მაინც მაშინ მოვიდა როდესაც ამის კითხვა მინდოდა.

ჯანდაბა, დედა.

დაბნეული და სრულიად აჟიტირებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ მკვდართან კონტაქტი დავამყარე.

ჰ.ს ჰარი სთაილსი იყო, სარკასტული მკვდარი ბიჭი, რომელიც დღეს ჩემს საწოლზე იწვა და რომელსაც ნამდვილად რაღაც უნდოდა , ტყუილად ხომ არ მოიტანა ყუთი, სურათი, და ყელსაბამი ოთახში.ვხვდებოდი, რომ კითხვაზე პასუხი ჰარი სთაილსი იყო.

PhantomWhere stories live. Discover now