Phantom|| 17

662 88 1
                                    

-ჩაქუჩი მომაწოდე ჯეინ.-
ამოვიხვნეშე და იარაღი შემოსასვლელის კედელთან მიყუდებულ სახიფათო კიბეზე მდგომ მამაჩემს მივაწოდე.იმას არ ვამბობ,რომ სამი ფეხის ნაბიჯის ხელა კიბე საშიშია, მაგრამ თუკი მამაჩემზეა საუბარი, მაშინ არავინ იცის.ვხედავდი როგორ ცერად იყურებოდა, ერთი თვალი დახუჭული ჰქონდა.ფრთხილად დაიწყო რკინის ლურსმის სიზუსტით მიჭედება.ისევ დასჯილი ვიყავი.

ოჰ, რა კვირა იყო.

მანქანით მხოლოდ სკოლაში მივდიოდი და ვბრუნდებოდი იქიდან. მართალი რომ ვთქვა, მხოლოდ ორ ადგილას ვიყავი მთელი კვირის განმავლობაში, ეს არის სკოლა და სახლი, გარდა იმისა რომ სკოლისკენ მიმავალ გზაზე გავჩერდი ქალაქში არსებული ერთადერთ მაკდონალდსთან ფრისა და შეიქისთვის.

ვიცი წუწუნა თინეიჯერს ვგავარ, მაგარმ ესეთი ვარ და არ მანაღვლებს.უბრალოდ მანქანის უკან დაბრუნება მინდა, რომ ამ ობიანი ძველი სახლიდან გავიდე და ჩემს გამაღიზიანებელ მშობლებს მოვშორდე.

პირდაპირ მზის სხივი ვარ, არა?

-კარგი მომეცი ჩვენი სურათი ემპაირ სთეითის წინ რომ ვდაგავრთ.

ცხვირი შევჭმუხნე.-ვერ ვიტან მაგ სურათს.

-შენ ვერცერთ სურათს ვერ იტან. მომეცი გთხოვ.

დრამატულად ამოვიხვნეშე და სურათი მივაწოდე, რომელსაც ფრთხილად დააჭედა ლურსმით. ცოტათი უკან გადმოიწია, ცერად შეხედა და ჩარჩო გაუსწორა.

-იდეალურია.-თქვა და კბილები დაკრიჭა.ქვევით გაბრწინებული თვალებით შემომხედა.
-იღლიანი ხარ ესეთი მამა,რომ გყავს,რომელსაც ასე კარაგდ შეუძლია სახლის მორთვა.

-ძალიან იღბლიანი ვარ.-მონოტურად ვთქვი.ყურადღება არ მიაქცია ჩემს სარკაზმს. ჯიბინა სხვა ლურსმანი ამოიღო და კიბე გვერდზე გადაიტანა.

-შეგიძლიათ უბრალოდ ჩემი მანქანის გასაღები მომცეთ?- ამოვიკვნესე.

PhantomWhere stories live. Discover now