Phantom|| 29

667 84 1
                                    

მე და ჰარიმ კოცნა შევწყვიტეთ, როდესაც უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. როგორც ჩანს ჰარის გაახსენდა რომ ფილტვები მქონდა და სახეზე შეცბუნება დაეტყო. ღრმად ამოვისუნთქე, ის კი თვალს არ მაცილებდა, მისი თვალები რაღაც მეუბნებოდნენ ,მაგარმ ვერ ვხვდებოდი რას. გაიცინა. წარბი ავწიე.

-რა?

ლოყა ჩაეჭხვლიტა, როდესაც ქვევით დაიხედა და შემდეგ ისევ მე მომანმათა თვალები.

-you kiss by the book.- მითხრა და მაშინვე გამახსენდა რომეო და ჯულიეტა.

-ეს ჯულიეტას სიტყვებია, ძვირფასო რომეო.

-უბრალოდ გითხარი,რომ კარგი კოცნა შეგიძლია ჯულიეტ.-
გავიღიმე.

-ნეტავ შეგეძლოს ამის გრძნობა.- ღიმილი გამიქრა.მეც და შემდეგ მასაც,ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.

‘კარგი სვლაა' მითხრა ჩემი გონება. 'ძალიან საყვარელი საუბარი დაანგრიე. შესანიშნავია, მართლაც რომ შესანიშნავია.'

ჰარიმ სიჩუმე დაარღვია.

-ჰეი ამ ყველაფერს სულით ვგრძნობ.

-მართლა? სულით? როგორც მოჩვენება?

თვალები დავხუჭე და შევეცადე უფრო ხმამაღლა გამეცინა ჰარის კიდევ ერთ ხუმრობაზე სიკვდილთან დაკავშირებით. თავი გავაქნიე,რადგან ის არ წყვეტდა სიცილს.საათს გავხედე. თერთმეტი საათი იყო, დილით კი სკოლაში წასასვლელი ვიყავი. ჰარიმ დაინახა როგორ ვუყურებდი საათს.

-უნდა დაიძინო, დაღლილი იქნები.

-ხო მართლა დაქანცული ვარ.-
ჰარი წამოდგა, კარადასთან მივიდა.

-სად ინახავ საბანს?-ცოტათი შეცბუნებულმა გავხედე.

-მარჯვნიდან მეორე თაროზე.-
ვარდისფერი საბანი ამოიღო და კარადის კარები მიხურა.

-დაწექი.- საბანი გაშალა. მელოდებოდა,სანამ დავწვებოდი.
დავწექი და ჰარის შევხედე, რომელიც რაც შეიძლება  კომფორტულად მაფარებდა.

PhantomWhere stories live. Discover now