Phantom|| 19

628 90 2
                                    

ყინულივით ტუჩები ჰქონდა, ჩემი კანი კი ცეცხლივით ცხელი იყო. მისი ცივი და ჩემი თბილი ცოცხალი სხეულის კომპინაციამ თითქოს მაგრძნობინა, რომ ბუნებას ვიწვევდით.არ ვიცოდი რატომ მოხდა ეს ჩვენს შორის - ან როგორ მოხდა? ის მკვდარი იყო, მე კი ცოცხალი ვიყავი.

შეუძლებელია.

ჩვენი ტუჩები სინქრონიულად გადაადგილდებოდნენ, ცეცხლი ყინულის წინააღმდეგ.
მან ხელი ლოყაზე დამადო, მე კი მკერზე მივადე.ცოტათი დაგვაშორა, მაგრამნჩვენი ტუჩები ჯერ კიდევ ეხებოდნენ ერთმანეთს.

ქვევით დაიხედა, მე კი არ ვიცოდი როგორ უნდა მერეაგირა. სისხლი ჩემს ვენებში გაყინული იყო, როგორც თხევადი აზოტი და ძლივსღა ვსუნთქავდი.თვალებში შემომხედა, ვცდილობდი ამომეკითხა ისინი , მაგრამ ვერ შევძელი.

რაზე ფიქრობდა?

რამე იგრძნო?

თმები ყურების უკან გადამიწია და ხელი მუხლზე დაიდო.
ენის წვერზე მქონდა კითხვები, მაგრამ არ ვეკითხებოდი. როდესაც მას ცოტათი დავშორდი კანზე ისევ ცხელი ჰაერი შემეხო და არ ვიყავი დარწმუნებული რომ ეს მინდოდა. მივეჩვიე მის ცივ აურას.

-ნიძლავს დავდებ,რომ აქამდე არასოდეს გიკოცნია მკვდარი ბიჭისთვის.-მომღიმარ ჰარის შევხედე.თავი გავაქნიე, პატარა ღიმილი გაჩნდა ჩემს ტუჩებზე.

-მკვდრისთვის არა.მაგარმ ცოცხლისთვის ბევრჯერ.- ჰარიმ წარბები შეჭმუხნა.
მხრები ავიჩეჩე.-არც ისე ბევრჯერ.

რაღაც მხრივ მართალი იყო - არ ვიყავი უცხო ფიზიკურ ურთიერთობებში.უცხო ვიყავი ამ ტიპის ურთიერთობაში, თუკი  ასე ეთქმის საერთოდ. 
-იგრძენი რამე ?- ცოტათი  დამორცხვებულმა შევხედე.

პაუზა.

იქნებ ამ სახის კონტაკტს გრძნობდა?იქნებ შეგრძნების უნარი ბოლომდე არ ჰქონდა დაკარგული?შემომხედა და თავი გააქნია.

-ვერ ვიგრძენი.-თვალები სევდიანი ჰქონდა.

რა თქმა უნდა.

PhantomWhere stories live. Discover now