თავი 6

322 27 6
                                    

ათი წუთია, რაც ბიგ ჰიტის წინ ვდგავარ და ვათვალიერებ შენობას.

ხშირად მიწევს ამ შენობასთან გავლა, რადგან ასე ყველაზე მოკლე გზაა ჩემს სტუდიამდე. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ როდესმე ამ შენობაში შესვლა მომიწევდა.

უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც შესახვევიდან მისის კიმი და მასთან ერთად მომავალი, მაღალი, ქერა თმიანი გოგონა დავინახე.

მისის კიმმა ჩემს დანახვაზე გაიღიმა და გოგონას რაღაც ყურში ჩასჩურჩულა, რის შემდეგაც მანაც ჩემსკენ გამოიხედა და მისის კიმის მსგავსად გაიღიმა. ასე კიდევ უფრო ლამაზი მომეჩვენა.

როდესაც მომიახლოვდნენ, უხერხულად დავუკარი თავი ქალს და მის გვერძე მდგომ გოგონას.

-მია გამიხარდა შენი ნახვა- თქვა ქალმა და გოგონას მიუბრუნდა- გაიცანი ეს პარკ ჯესია. ის ბიგ ჰიტის მომავალი ჰგუფის ჯერ ჯერობით ერთადერთი დამტკიცებული წევრია- გაეცინა ქალს და მე გოგონას გავხედე. ისევ მიღიმოდა და ქალის სიტყვების გამო ლოყები ოდნავ ასწითლებოდა.

-სასიამოვნო- ვუთხარი და გავუღიმე. ძალიან საყვარელი ჩანს.- ჩემი სახელია ლი მია.

ვუთხარი და გოგონას სახეზე გაურკვევლობა შევამჩნიე. კითხვის დასვამდე, მე ვუპასუხე:

-გვარი შეცვლილი მაქვს.- გავუღიმე და გავაგრძელე- ჩემი ნამდვილი გვარი რთული და გრძელი იყო. ამიტომ კორეაში გადმოსვლანდე შევიცვალე.

გოგონამ უხერხულად გამიღიმა.

-მია არ გინდა სტაჟიორების რეპეტიციას დაესწრო?- მკითხა ღიმილით ქორეოგრაფმა- ჯესი შენობას დაგათვალიერებინებს და ერთგვარ ექსკურსიას მოგიწყობს.

არც ისეთი ცუდი აზრი იყო, თუმცა ჩემს წინ მდგარი გოგონას შეწუხება არ მინდოდა.

-კარგი აზრია- დავიწყე მე და ჯესის შევხედე- მაგრამ შენი შეწუხება არ მინდა. თანაც ალბათ საქმეები გაქვს- ჯესიმ ღიმილით გამაწყვეტინა.

ერთი ვარსკვლავით მეტიМесто, где живут истории. Откройте их для себя