თავი 20

237 28 9
                                    

ბოლოჯერ შევხედე ჩემს თავს სარკეში და როდესაც დავრწმუნდი, რომ კარგად გამოვიყურებოდი შავ კაბაში, რომელიც ოდნავ მუხლ ზევით იყო, ქურთუკი მოვიცვი და გოგონებთან გავედი.

ყველა ჯესიკას ოთახში იყო და ემზადებოდა. ჰერი სარკის წინ ტრიალებდა და ვერ გადაუწყვეტია შავი მაღალყელიანი ბათინკი ჩაეცვა თუ, მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი. ჯესიკა მაკიაჟს ისწორებდა და ცდილობდა ლაინერი ორივე თვალზე თანაბარი გამოსვლოდა.

რაც შეეხება ლინას ის მოწყენილად იჯდა კარადის გვერძზე მდგარ სკამზე და ელოდებოდა, როდის დაამთავრებენ გოგონები, რომ როგორც იქნა წავიდეთ, რადგან უკვე ერთი საათის წინ უნდა ვყოფილიყავით კლუბში.

- მე მზად ვარ- წამოდგა ჯესიკა და ტყავის ქურთუკი მოიცვა. დღეს ის განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. წითელი ტანზე მომჯდარი კაბა ეცვა, რომელიც მის ლამაზ ფორმებს გამოყოფდა, თუმცა არა ვულგარულად, არამედ სექსუალურად.

ლინას შლაქსის მაღალწელიანი შარვალი და ლურჯი ტოპი ეცვა, რომელიც მას ძალიან უხდებოდა და ისედაც გრძელ ფეხებს, კიდევ უფრო უგრძელებდა. მაკიაჟი თითქმის არ ეკეთა, რადგან ლინა ის ადამიანია რომელიც სახეზე ნიღაბსაც 5 წუთზე მეტს ვერ იჩერებს.

ჰერიმ, როგორც იქნა გადაწყვიტა და მაღალყელიან ფეხსაცმელზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც მუხლს ზევით იყო და მოკლე კაბას იდეალურად ეხამებოდა.

- მადლობა ღმერთს- წამოხტა ლინა და კარისკენ წავიდა- მინა უკვე საათია ქვემოთ გველოდება.

- კაი ნუ წუწუნებთ სჯობს მალე ჩავიდეთ.

ქვემოთ მართლაც მინა იდგა და წინ და უკან დადიოდა, როდესაც დაგვინახა ხელები ზეცისკენ აიშვირა და "მადლობა დიდო ძალებო" წამოიყვირა

- მალე გოგონებო წვეულება უკვე დიდი ხანია დაიწყო და ყველა თქვენ გელოდებათ.- თქვა და მანქანისკენ გაგვიძღვა.

ერთი ვარსკვლავით მეტიМесто, где живут истории. Откройте их для себя