- ჰერი, ცხვირიდან ნუ მღერიხარ- თქვა მასწავლებელმა სონ ბოკჯუმ და სტუდიური ყურსასმენები მოიხსნა- ეცადე არ ჩაახშო ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეკვა და სიმღერა ერთდროულად გაგიჭირდება.
რამოდენიმე საათია სტუდიაში ვართ და სიმღერას ვამუშავებთ. ჩემს გარდა, ყველამ ჩაწერა ხმა, მე მხოლოდ რამოდენიმე რეპ პარტია და მისამღერები დამრჩა, ამის შემდეგ იმედი მაქვს, როგორმე შეგვიცოდებენ და კამპუსში გაგვიშვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქვე ამ დივანზე დავიძინებ.
-კარგი.- თქვა სონმა და ჩემსკენ მოტრიალდა- მია, მიდი შენც და გაგიშვებთ.
როგორც იქნა. დივნიდან ავდექი და მასიური მინის მეორე მხარეს, მიკროფონთან დავდექი და ყურსასმენები მოვირგე. დიდხანს ჩაწერა არ დამჭირვებია, რადგან რეპ პარტიები არც ისე ბევრი მქონდა, ამიტომ საქმე მალე მოვითავეთ და ხუთივე სტუდიიდან გამოვედით. სანამ მანქანისკენ მივდიოდით აქტიურად ვსაუბრობდით განვლილ დღეზე და ზოგადად სხვა და სხვა რაღაცეებზე, თუმცა ლია ამ საუბარში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა.
მასთან საერთო ენა ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ იპოვა. ის ჩემს მიმართაც გულგრილობას იჩენს რაც ძალიან არ მომწონს, რადგან მასზე ყოველთვის კარგი შთაბეჭდილება მქონდა.
- ფეხებს ვერ ვგრძნობ- მგონი უკვე მეათეჯერ წაიკვნესა ჯესიმ, როდესაც გამოვდიოდით შენობიდან.
წინა საახალწლო განწყობა მთელს ქალაქს მოსდებოდა. ყველაფერი განათებული იყო გირლიანდებით, მაღაზიებში სადღესასწაულო სიმღერები ისმოდა და ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ნაძვის ხე დაედგათ. ჩვენს შენობაშიც იდგა ლამაზი ნაძვისხე და ეკიდა გირლიანდები. გარეთ გამოსვლისას სიცივისგან კიდევ უფრო ჩავძვერი სახით თბილ კაშნში.
- მალე ალბათ პირველი თოვლიც მოვა- თქვა ლინამ და ცას ახედა.
- გოგონებო საახალწლოთ რას აპირებთ?- უეცრად იკითხა ჰერიმ.
- რას ვაპირებ და ძილს- სიცილით ვუპასუხე მე.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Roman d'amourკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...