თავი 2

440 29 1
                                    

კლასში შევედი და ჩვეულებრივ ჩემი ადგილი დავიკავე, სორას გვერდით.

როგორც ჩანს აგვიანებს, როგორც ყოველთვის პრინციპში.

სორა 4 წლის წინ, ამ სკოლაში გადმოსვლისას გავიცანი, ახალი მოსული ვიყავი კლასში და სწორედ სორა გამეცნო პირველი. ძალიან თბილი და საყვარელი მომეჩვენა და არც შევმცდარვარ. მასთან საერთო ენა ეგრევე ვიპოვე.

შემოსასვლელი კარისკენ გავიხედე და ზუსტად მაგ მომენტში სორა შემოვიდა. თბილად გამიღიმა და ჩემსკენ, უკანა რიგებისკენ წამოვიდა.

-როგორ ხარ?- მკითხა სორამ და თავის მერხზე დაჯდა.

-კარგად- ღიმილით ვუპასუხე და სახელმძღვანელოების ამოღება დავიწყე- დედაშენთან ისევ ნაჩხუბარი ხარ?- ვკითხე და სორას ჩაფრუტუნებით მივხვდი, რომ ისევ ნაჩხუბრები არიან.

-ერთს ვიტყვი- თქვა და თმა გადაიწია- ჩემნაირ დედას მტერს არ ვუსურვებ.

ამ სიტყვების გაგონებისას დავიძაბე. დედაჩემის შემდეგ ასეთ სიტყვებს ვეღარ ვიტან. წარბ აწეულმა შევხედე.

-იმის გამო, რომ დედაშენს არ აქვს იმის საშუალება, რომ რაღაც კონცერტზე გაგიშვას- გავჩერდი და სორამ გაოცებულმა შემომხედა- ამის გამო ეგეთი სისულელეები არ უნდა ილაპარაკო- დავამთავრე ლაპარაკი და ამ მომენტში მასწავლებელიც შემოვიდა საკლასო ოთახში.

დარჩენილმა გაკვეთილებმა მშვიდად ჩაიარეს. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სორას და მე ამ დროის განმავლობაში, ორი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.

ბოლო გაკვეთილიც დამთავრდა და როდესაც ჩანთის ჩალაგება დავიწყე, სორა ხელით მსუბუქად შემეხო. როდესაც შევხედე წყნარად მითხრა:

-მოდი ნუ ვიჩხუბებთ გთხოვ- მითხრა და ხელი შემიშვა- ვიცი, რომ უხეშად გამომივიდა, ისიც ვიცი, რომ ძალიან დაუფიქრებლად ვიცი ხოლომე სისულელეების წამოროშვა- თქვა და მე ოდნავ ჩამეღიმა. რაც არ უნდა მოხდეს სორა მაინც ძალიან მიყვარს- მაპატიე კარგი?-მითხრა და მასაც უხერხულად ჩაეღიმა.

ხელი მხრებზე მოვხვიე. იქიდან გამომდინარე, რომ სორა ჩემზე ერთი თავით დაბალი იყო ხშირად დავდიოდით ასე. კაი შეყვარებულებივით.

-სულელო- გამეცინა მე. ჩანთები ავიღეთ და კლასიდან გამოვედით- დიდი ხანია უკვე მიჩვეული ვარ შენს ასეთ გამოხტომებს, მაგრამ გთხოვ დედაზე ასეთ რამეს ნუღარ იტყვი. მისის პარკი შესანიშნავი ქალია.

სორას აღარაფერი უთქვამს ამ თემასთან დაკავშირებით.

სკოლის მერე ცოტა გავისეირნეთ და ვილაპარაკეთ სხვა და სხვა თემებზე. საათს, რომ დავხედე უკვე 17:45 მიჩვენებდა. მივხვდი, რომ დარბაზში მაგვიანდებოდა. სწრაფად დავემშვიდობე მეგობარს და დარბაზისკენ წავედი.

სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივსულიყავი.

იმდენად ვჩქარობდი, რომ ვიღაცის გულმკერდს შევეჩეხე. გონს, რომ მოვეგე ბოდიში მოვუხადე და ავხედე. სახე არ უჩანდა ნიღბის გამო, პრინციპში არც მაღელვებდა როგორ გამოიყურებოდა. ბოდიში უკვე მოხდილი მქონდა.

20 წუთში უკვე დარბაზში ვიყავი...

________________

ამ ფიკის პირველი თავი აღარც მახსოვს როდის გამოვაქვეყნე 😂 მოკლედ... ვეცდები კვირაში 3ჯერ მაინც დავდო ხოლმე თავები (სანამ მოტივაცია არ დამეკარგა 🤣) ძალიან გთხოვთ მიმითითეთ შეცდომებზე, რომ გამოვასწორო.
და ზოგადად საერთოდ გავაგრძელო წერა? 🤔 საინტერესოა?

ერთი ვარსკვლავით მეტიМесто, где живут истории. Откройте их для себя