თავი 21

242 26 5
                                    

- მინდა- ვთქვი და პირველად ცხოვრებაში გავსინჯე სიგარეტი. ვეცადე ჩემი მთვრალი გონებით, თავი მაგრად დამეჭირა და მეჩვენებინა თითქოს და ეს პირველი ღერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.

თეჰიონი თვალს არ მაცილებდა. წამითაც კი. მიყურებდა და თითოეულ ჩემს მოძრაობას აფიქსირებდა. ალბათ ფხიზელი, რომ ვყოფილიყავი თვალს ავარიდებდი ან თავს უხერხულად ვიგრძნობდი, მაგრამ არა ახლა, როდესაც ჩემს გონებას ალკოჰოლი და მისი შავი თვალები აკონტროლებდა. გამომწვევად ვპასუხობდი მის მზერას და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო.

მენთოლიანი გემოს მქონე კვამლი შევისრუტე და როდესაც გამოშვება დავაპირე, თეჰიონმა შემაჩერა.

- არ ქნა!

შემდეგმა მისმა მოქმედებამ უბრალოდ შოკში ჩამაგდო და სრულიად გამაგიჟა.

იმ წამსვე მომიახლოვდა და მისი ტუჩები ჩემსას შეეგება.

წამიერად გავშრი და უნებლიედ პირი გავაღე რის შედეგადაც კვამლი თეჰიონს გადავეცი.

ვერ ავღწერ რას ვგრძნობდი მაგ მომენტში.

მისი ტუჩები...

ღმერთო სიტყვები არ მყოფნის, (ან შესაძლოა არც არსებობს) რომ ავღწერო თუ რამდენად ტკბილი და რბილი ტუჩები აქვს. ჯერ არასდროს არ მქონია კოცნა ამაზე ტკბილი და ემოციური. შესაძლოა სასმელის ბრალიცაა მაგრამ იმ ფაქტს ვერ შევცვლი, რომ უდიდეს ეიფორიას ვგრძნობ და მინდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს.

ხელები წელზე მომხვია და ნელი მოძრაობით უახლოეს კედელთან "ამაყუდა" ისე, რომ ტუჩები არ მოუცილებია.

მესმის, რომ ეს შეცდომაა.

მესმის, რომ ეს ალკოჰოლია.

მესმის, რომ ეს არაფერს ნიშნავს.

მაგრამ ჯანდაბა ეს ყველაფერი ზედმეტად ზღაპრულია, რომ რეალობა იყოს.

ერთი ვარსკვლავით მეტიМесто, где живут истории. Откройте их для себя