ერთი კვირა გავიდა რაც ბიგ ჰიტის ტრეინი გავხდი. ხუთ საათიანი ვარჯიშები, ვოკალის და რეპის პედაგოგები, ეთიკის გაკვეთილები და კიდევ უამრავი მოსაწყენი, გრძელი მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილები უკვე ცხოვრების წესად მექცა.
კამპუსში ცოცხალ მკვდარი ვბრუნდები ხოლმე ამას კიდევ დიეტა ემატება, სულ ოთხ საათიანი ძილი, სრულიად შევსებული გრაფიკი, სადაც ერთი წუთიც კი არ მაქვს თავისუფალი და ბოლოს სკოლა, რომელშიც პრინციპში არ დავდივარ დროის უქონლობის გამო, ამიტომ ახლა სპეციალური პროგრამით, რომელიც სკოლამ შემომთავაზა ონლაინით ვსწავლობ. იდიალურია მოკლედ, რომ ვთქვათ.
ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აიდოლების და ტრეინების ცხოვრება ადვილია და უდარდელი, რომ მათ ყველა თავს ევლებიან და ფულები ჰაერიდან ცვივათ, როგორც ჩანს თვალით არ აქვთ ნანახი კორეა რუკაზე, აიდოლებსა და ტრეინიზე ცოტა ოდენ ინფორმაციაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ მაქვს.
ამ მძიმე კვირის შემდეგ, როგორც იქნა კომპანიამ კვირა დღე გამინთავისუფლა და დასასვენებლად გამომიყო.
ამ დღის გატარებას ძალიან საინტერესოთ ვაპირებდი: 24 საათიან ძილზე უკვე ერთი კვირაა ვოცნებობ. უბრალოდ "ვიდო" ლოგინზე და არ გავინძრე მთელი დღის განმავლობაში, თუმცა როგორც ჩანს ამ ოცნებას ახდენა არ უწერია.
კარზე ვიღაც ძალიან დიდი მონდომებით აკაკუნებს და როგორც ჩანს შეწყვეტას არ აპირებს. ვაი- ვაგლახით ლოგინიდან ვდგები და კარს ვაღებ.
- მია მეღადავები ხომ?! კიდევ არ ხარ მზად?- ცდილობს გაბრაზებული გამომეტყველება მიიღოს მაგრამ ამაოდ.- მალე, მალე საათ ნახევარში უკვე არენასთან უნდა ვიყოთ!- მაჩქარებს ჰერი და კარისკენ იძვრის.
- ღმერთო ჰერი, ძლივს დასვენების დღე გვაქვს! ახლა არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.- ვწმუკუნებ და ისევ ლოგინზე ვწვები თვალებს ვხუჭავ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Romantikკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...