საკომფერენციო დარბაზიდან გამოვედით და მე კვლავ მსოფლიოსგან მოწყვეტილი ვიყავი. არ მჯერა. არ მჯერა. უბრალოდ არ მჯერა. ვინმეს, რომ ეთქვა ორი საათის წინ, რომ ბიგ ჰიტის ახალი ჯგუფის სავარაუდო წევრი მხოლოდ ორ კვირაში გავხდებოდი, ალბათ მაგრად დავცინებდი და სერიოზულად არ აღვიქვამდი ამ ადამიანს, მაგრამ ახლა... ახლა შესაძლოა სულ რამოდენიმე თვეში აიდოლი გავხდე.
- ღმერთო არ მჯერა- ხმა ამოიღო ჰერიმ, როდესაც უკვე კამპუსის გზაზე ვიყავით მანქანაში და ამით კვლავ დამაბრუნა რეალობაში.- ერთ ჯგუფში ვიქნებით ჩვენ სამნი. ეს ძალიან მაგარია.- თქვა და მე და ჯესიკას მოგვეხვია.
- ჯერ კიდევ საკითხავია ვინ დარჩება ამ ჯგუფში, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მეც ვარ დამტკიცებული სავარაუდო მემბერად!- ქედმაღლურად თქვა ლიამ და მხრებში გაიმართა.
- რა თქმა უნდა მახსოვს- თავდაჯერებულად უპასუხა ჯესიკამ- ისიც მახსოვს, რომ პირველი ჯგუფის წარმატებისთვის, ძლიერი მეგობრობა და ჰარმონიაა საჭირო.- ჩვენ გადმოგვხედა და გაგვიღიმა.
ლიამ ჩაიცინა და ოთხივეს სიძულვილით სავსე მზერა გვესროლა. ჯესი უთუოდ მართალი იყო, ლია ამ ორ კვირაში საოცრად შეიცვალა. ან შესაძლოა სულაც არ შეცვლილა და ახლა მისი ნამდვილი "მე" დაგვანახა და საყვარელი გოგონას ნიღაბი მოიძრო.
- ჯგუფის წარმატება დამოკიდებულია ნიჭზე, გარეგნობაზე და მსახიობობაზე და არა მეგობრობაზე. მთავარია ფანების და კამერების წინ შეასრულო საუკეთესო მეგობრის როლი ეს ძალზედ ადვილია.
- შენ, რომ გისმენ დასაცინადაც მეცოდები.- მწარედ გამოცრა ჰერიმ.
- კმარა, გეყოფათ- უეცრად ამოიღო ხმა ლინამ- ასე არაფერი გამოვა! საერთო ენა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჯგუფი საერთოდ დებიუტის შანს დაკარგავს!- მკაცრად თქვა ლინამ და ყველას თვალი მოგვავლო.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Romanceკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...