შაბათ -კვირამ ისე ჩაიარა, ვერც კი შევამჩნიე
ორშაბათს დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარამ თავის დროზე დარეკა. იმდენად მეძინებოდა თავის აწევის ძალაც კი არ მქონდა.
რამოდენიმე დღის წინ დადებული პირობა იმის თაობაზე, რომ ღამის პირველ საათზე აღარასდროს დავწვებოდი, გუშინ ღამის სამის ნახევარზე დაწოლილმა დავარღვიე.
დღეს უკვე მეორედ გამოღვიძებულმა, მობილურურს დავხედე და გამოვშტერდი. 10:48
უცებ წამოვხტი და გაცხარებულმა სკოლის ფორმას ვწვდი, მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ სკოლაში დაგვიანების შემდეგ აღარ უშვებენ. მეორე და მესამე გაკვეთილზე მისვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ქვემოთ ჩავედი და ჩაიდანი გაზქურაზე დავდე.
დედა როგორც ჩანს უკვე სამსახურშია. მიკვირს რატომ არ გამაღვიძა, როცა მიხვდა, რომ ჩამეძინა?
აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ დღეს სტუდიაში წასვლამდე სახლში სერიალების ყურებაში გავიყვანო დრო.
ტელეფონი ჩავრთე და 3 გამოტოვებული შეტყობინება აღმოვაჩინე, რომლიდანაც 2 სორას ეკუთვნოდა, ხოლო მესამე უცხო ნომრიდან იყო შემოსული.
გადავწყვიტე პიველი უცნობის შეტყობინება მენახა.
გავხსენი და ტექსტის კითხვა დავიწყე.
მოგესალმებით, მია. გიკავშირდებით "ბიგ ჰიტის" ოფისიდან. დღეს 11:30 თქვენ გაქვთ დანიშნული შიდა გასაუბრება კომპანიის დირექტორთან და მენეჯერთან.
გთხოვთ არ დაიგვიანოთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის, წარმატებულ დღეს გისურვებთ!არა ეს დღე ნამდვილად არ არის წარმატებული.
ბიგ ჰიტში სტაჟიორი, რომ ვარ სულ გადამავიწყდა.
შიდა გასაუბრება? ღმერთო, არც კი ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო, ან როგორ უნდა გამოვიყურებოდე.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Romanceკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...