-მისის მია მიხარია, რომ მოხვედით- მითხრა გრძელი მაგიდის თავში მჯდომმა, დაბალმა ცოტა პუტკუნა კაცმა.
-გამარჯობათ- მივესალმე მე და თავი დავუკარი ყველას ვინც ოთახში იმყოფებოდა.
დაბალი ქალი, რომელიც აქამდე ფეხზე იდგა, მომიახლოვდა და სკამისკენ მიმითითა.
მაგიდასთან დირექტორის მოშორებით დავჯექი, მაღალი 40 წლამდე კაცის წინ.
-მაშ ასე- თქვა ჩემს მარჯვნივ მაგიდის თავში მჯდომმა კაცმა და ფურცლების დასტა მე და შემდეგ იგივე ფურცლების ანალოგი ჩემს წინ მჯდომ კაცს გაუწოდა. კონტრაქტი იყო- მე ბან შიჰიოკი ვარ, ამ კომპანიის დამაარსებელი და დირეკტორი- თქვა და შემდეგ ჩემს წინ კაცისკენ მიმითითა- ეს კი, ჩო ჯიჰიონია, ჩემი მარჯვენა ხელი.
ჯიჰიონს კიდევ ერთხელ თავი დავუკარი და კვლავ ფურცლებს დავხედე.
-როგორც მიხვდი ეს ტრეინის კონტრაქტია. პირველ ფურცელზე შენი მონაცემები უნდა შეავსო, ხოლო მეორე უკვე კონტრაქტის პირობებია, რომლებსაც განვიხილავთ და შესწორებებს შევიტანთ თუ რაიმე არ მოგეწონება- თქვა მან და კალამი გამომიწოდა.
-გასაგებია- ესღა ვუთხარი და ანკეტის შევსება დავიწყე.
წერას, რომ მოვრჩი ფურცელი კვლავ დირექტორს გავუწოდე.
-კარგი, ვფიქრობ დროა კონტრაქტის განხილვა დავიწყოთ.- თქვა და თვალი ფურცელს მოავლო- პირველი პუნქტი, რომელიც არანაირ განხილვას არ ექვემდებარება არის კამპუსში გადასვლა.- მკაცრად თქვა და მე უხერხულად თავი დავუკარი- იმედია გესმის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი სტაჟიორების ადგილმდებარეობის და უსაფრთხოების გარანტია გვქონდეს.- გაიღიმა მან და მეც გამგებიანად თავი დავუქნიე.
-მაგ პუნკთთან პრობლემა არ მაქვს- ვთქი და ფურცელს გადავხედე- ტელეფონის ხმარების პუნქტის შეცვლა შეიძლება? არ მინდა დედაჩემთთან კონტაქტი გავწყვიტო- ვთქვი მე და საცოდავი თვალებით გავხედე ჯერ ჯიჰიონს და შემდეგ დირექტორს.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Romantizmკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...