გამომეღვიძა იმის გამო, რომ ძალიან მციოდა. თვალები ვაი ვაგლახით გავახილე და ლოგინზე წამოვჯექი. მობილურს დავხედე და 3საათს მიჩვენებდა.
გახსნილი ფანჯრისკენ წავედი და ფრთხილად დავკეტე. ძილის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა ისედაც 5 საათზე მეტი მეძინა.
სამზარეულოში ჩავედი და მაცივრიდან წვენი გამოვიღე. ჭიქით ხელში დივნისკენ გავემართე და სრულ სიჩუმეში წვენის სმით, ჩემს ფიქრებში გადავეშვი.
ხვალე, უფრო სწორად დღეს, უკვე ნივთები უნდა ჩავალაგო და თუ მოვასწარი ყველაფრის გაკეთება, დღესვე გადავალ კამპუსში. თუმცა არა. დედასთან მაქსიმალურად დიდხანს დავრჩები.
იმდენად ამაღელვებელია ეს ყველაფერი, რომ გული ლამისაა ამომვარდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მგონი პირველი ევროპელი ტრეინი ვარ. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება.
ღრმად ჩავისუნთქე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.
ფიქრებმა ისევ თეჰიონთან წამიღო. მაგ ბიჭისა ვერაფერი გავიგე. ერთი დღეა ვიცნობ და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მისი ყველაზე დიდი მტერი ვიყო.
დანარჩენები ძალიან საყვარლები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში რომც არ მოვწონებოდი ჩემთვის ეს არ უჩვენებიათ.
"იმედები გაგიცრუვდება"- გამახსენდა ჯესის სიტყვები და ახლა კი ნამდვილად ვხვდები რაზე და ვიზზე მითხრა მან ეს სიტყვები...
კამერების და ფანების წინ სულ სხვანაირია, აბსოლუტურად. თავის ნამდვილ "მეს" არ აჩენს.
ჩემთვის გამეცინა- ნეტა იცოდნენ მისმა ფანებმა სინამდვილეში რა ნაგავიცაა- წავიბურდღუნე, ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ გავემართე.
შეიძლება ერთი დღის გაცნობილმა ასე არ უნდა ვილაპარაკო, თუმცა იცით რა?! პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უტყუარია, ამის ნამდვილად მჯერა. დავრწმუნდი კიდევაც დღეს.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Romanceკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...