სახლში შესვლისთანავე, კიმჩის და რამიონის სუნი ვიგრძენი.
-დედა, მოვედი- დავუძახე და ფეხზე გახდა დავიწყე.
დედამ სამზარეულოს შეღებილი კარიდან გამომხედა და თბილად გამიღიმა.
-გამოიცვალე და შემდეგ საჭმელად შემოდი- მითხრა და მაგიდის გაწყობა დაიწყო.
ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი. იქიდან სპორტული შარვალი და თბილი ჰუდი გამოვიღე და გამოცვლა დავიწყე. როდესაც მოვრჩი, თმა შევიკარი და სამზარეულოში გავედი.
-როგორ ჩაიარა დღემ?- მკითხა დედამ.
მაგიდასთან დავჯექი და კიმჩის გადმოღება დავიწყე.
-კარგად- ვუთხარი მშრალად.
ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ როგორ მეთქვა მისთვის ის, რომ ჩემი ცეკვის სტუდია სტაჟიორად მიშვებს კომპანიაში.
დარწმუნებული ვარ დედას სიხარულს საზღვარი არ ექნება, ამ ამბავს, რომ გავაგებინებ, მაგრამ მე თვითონ ვერ დავუშვებ იმას, რომ დედასგან მოშორებით ვიყო, შესაძლოა სტაჟიორობის დროს, დარეკვის საშუალებაც არ მქონდეს ხოლმე, რთული გრაფიკის გამო. მე კი ასე არ შემიძლია.
იმაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, რომ სხვა სტაჟიორებთან ერთად, კამპუსში ცხოვრება მომიწევს...
ყოველ წამს და წუთს იმდენად ვნერვიულობ დედაზე, რომ ეს ჭკუიდან მშლის. წარმოდგენაც არ მინდა როგორ ცუდად ვიქნები მის გარეშე.
-რამე მოხდა?- რათქმა უნდა. დედას ვერაფერს გამოაპარებ.
-არა... უბრალოდ, რაღაცის თქმა მინდა შენთვის- ვუთხარი მე.
მადა სრულიად დამეკარგა. სკამიდან ავდექი და დარჩენილი, თითქმის ხელ შეუხებელი კიმჩი, ნაგვის ურნაში გადავყარე.
თეფში ნიჟარაში ჩავდე და კვლავ სკამზე დავჯექი. დედა პირისპირ დამიჯდა და აღელვებული თვალებით შემომხედა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ერთი ვარსკვლავით მეტი
Roman d'amourკონცერტიც დასრულდა და ფეხზე წამოვდექი, რომ ჰაერზე გავსულიყავი, როდესაც თეჰიონის მკერდს შევეჩეხე. ისევ. ავხედე და რაიმე მწარის თქმას ვაპირებდი მაგრამ გავჩერდი. - კარგად ხარ?- ვეკითხები და მხარზე მსუბუქად ვეხები. ის იღიმის და ძალიან ჩუმად ამბობს. ...