♡♡♡
რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ მანქანა გააჩერა. მე ისევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა ამიტომ ხმა არ ამომიღია. გზას გავყურებდი.
"არ მინდა ჩემთვის უცნობი იყო ქალუმ. მინდა გაგიცნო. მოგიწონო. შეგიყვარო" მისი ნათქვამი ექოსავით ჩამესმოდა, ისევ და ისევ, ტვინში ვიმეორებდი. როგორ მინდოდა "მეც" მეპასუხა მაგრამ რატომღაც ყველაფრის დაჩქარება არ მინდა. არ მინდა ბოლოს გულნატკენი დავრჩე რადგან მახსოვს ჩემს დას როგორ ძლიერად უყვარდა. გამიდმებით მასზე ლაპარაკობდა და მის გახსენებაზე სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, მაგრამ ის წავიდა უთხრა, რომ აღარ უყვარდა. ამის მერე ჩემი და მთელი ერთი თვის განმავლობაში ოთახში იყო ჩაკეტილი და არ გამოდიოდა. ყოველღამე მისი ტირილი მესომოდა. ვერაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად...სწორედ ესაა მიზეზი. არ მინდა ბოლოს ჩემი დასავით დავასრულო სწორედ ამის გამო მირჩევნია ამ წამს პაემნით ვისიამოვნო და ჩემს გვერდით მჯდომი ცისფერთვალება ქერა ბიჭი უკეთ გავიცნო სანამ სიყვარულზე ვიფიქრებ.
- მოვედით - მისმა ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა. ნერვულობა ეტყობოდა. არ იცოდა როგორი რეაქცია მექნებოდა, მომეწონებოდა თუ არა
- შენ რა სანაპიროზე მომიყვანე - მანქანის სავარძელზე მჯდომი შევხტი. სიხარულისგან
- თუ არ მოგწონს შეგვიძლია კინოში წავიდეთ ან რესტორანში ვივახშმოთ - ნერვიულობას უმატებდა. ხელი ხელზე დავადე და რაც შემეძლო საყვარლად გავუღიმე
- ლუკი. ძალლიან მომწონს - ამოისუნთქა მანაც გამიღიმა - აბა გადავიდეთ რატომღაც მგონია, რომ პიკნიკისთვის რაღაცეები გაქვს წამოღებული.მანქქანიდან გადმივედი და ზღვისკენ გავიქეცი.ოდნავ ციოდა შემოდგონის მიწურული იყო. ქარი უბერავდა. ზღვა აღელვებულლი იყო. ლუკმა მანქანიდან კალათი გამოიტანა.
საღამო იყო ცოტაც და მზე ჩასვლას დაიწებდა. ლუკის გვერძე ვიჯექი და გასაოცარ ხედს გავყურებდი. აღელვებ ზღვაში მზე ნელნელა იძირებოდა. მზის გარშემო მუქ ლურჯად შეღებილი ღრუბლები ჩანდნენ. მზის ჩასვლისგან წარმქმნილი იასამნსფერი ფერი დასთამაშენდა ზღვას. ლუკი ხან მე მიყურებდა ხან მზის ჩასვლას თითქოს ვერ გადაეწყვიტა რომლის ყურება ჯობდა. მის მზერას წამიერად ვგრძნობდი თითქოს ყურებაც ერიდებოდა. მისი ნერვიულობა კი არ ნელდებოდა არამედ, თითოულ ჩემს მოქმედებაზე, უმატებდა.
- გასაოცარია. თითქოს სუნთქვა დამავიწყდა - ჩავილაპარაკე ისე, რომ მზისჩასვლისთვის თვალი არ მომიშორებია
- მეც იგივეს თქმა შელიძლის - მისი მზერა ვიგრძენი. ეხლა თვალს აღარ მაშორებდა თითქოს გადაწყვიტა, რომ ჩემი ყურება ჯობდამას შევხედე. მის თვალებში არეკლილი ფერები, რომლლითაც ცა იყო შეღებილი საოცრება იყო. მისი ცისფერი თვალები უფრო მუქ ფერს იღებდა მაგრამ მაინც ციმციმებდა. მზის ჩასვლა უკვე აღარ მაინტერესებდა. მისი თვალები ასჯერ უკეთესი საყურებელი იყო.
- აბა ქალუმ მომიყვები შენზე? - ლუკმა სცადა სალაპარაკო თემის დაწყება
-რა გინდა იცოდე ჩემზე? - კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე და დავფიქრდი იმაზე თუ რა უნდა მეთქვა ჩემს თავზე
- ყველაფერი - კალათიდან ჭიქა ამოიღო წვენი ჩაასხა და გამომიწოდა
- კარგი. ვცდი. მე მქვია ქალუმი. ქალუმ თომას ჰუდი. იგივე სკოლაში ვსწავლობ სადაც შენ. დამამთავრებელ კლასში. მყავს დედა, მამა და და. მიყვარს ძაღლები, კაფეში ვმუშაობ და უცნაური მეგობარი მყავს, რონელსაც უყვარს თმისფერის ხშირად შეცვლა - ჭიქიდან მოვსვი და შევამჩნიე რომ დაინტერესებული მისმენდა. თითქოს ჩემი მთელი ისტორია, რომ მომეყოლა გულისყურით მომისმენდა - შენზე რას მეტყვი? - ეხლა მე დავუსვი იგივე კითხვა
- ლუკ. ლუკ რობერტ ჰემინგსი. მავს ორი ძმა. დედა და მამა. ვგიჟდები პინგვინებზე, მშობლების კმაყოფაზე ვცხოვრობ და ჩემი მეგობარი დრამების მეფეა მე კი გიტარის
- გიტარაზე უკრავ? - გაკვირვებულმა ვკითხე
- კი და შენ? - კალათიდან ორი სენდვიჩი ამოიღო და ერთი მე გამომიწოდა
- მეც და კიდე ბასზე - თავმომწონედ ვუთხარი და სენდვიჩი ჩავკბიჩე
- მაგარია - გამიღიმა, ტუჩებზე მიცხობილი სოუზი ხელსახოცით მოიწმინდა და ისევ მე შემომხედა
შუაღამემდე სანაპიროსთან ვისხედით. ვსუბრობდით, ვიცინონდით. მისი მზერა კი არასდროს მტოვებდა. მისი ღიმილო მეც ღიმილს მგვრიდა. ვხვდებოდი, რომ ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახოვრებელი იქნებოდა. იმედი მქონდა ამ მომენტის გახსენებისას ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი.
FLASHBACK end
YOU ARE READING
5sos - don't fucking lie to me -cake- (ქართული)
Fanfiction5sos როცა სიყვარული ტყულით იწყება მისი დაჯერება ძნელია