<>13<>

39 8 4
                                    

Flashback (again)

ოდესღაც განგიცდია, თითქოს გარშენი არაფერს აქვს აზრი თუ იმ ერთთან არ იქნები. თუ მისი ყოველ ამოსუნთქვას ვერ გაიგებ, მის ღიმილს და სახეს ვერ დაინახავ, მის შეხებას ვერ იგრძნობ. ჩემთვის სამყარო მის გარშემო ბრუნავს და ეხლა როდესაც ვუყურებ როგორ მართავს მანქანას და ნერვიულობს იმაზე მომეწონება თუ არა ის რაც მან დაგეგმა. მის მიმართ იმას ვგრძნობ რისთვისაც ჩემი აზრით ადამიანი გაჩნდა. სიყვარული. სწორედ ამას უწოდებენ როდესაც გრძნობ, რომ შენს გვერდით ის ადამიანია რომლის ნაკლსაც მიიღებ დასებით მხარესთან ერთად. რომლის გვერდით თავს შენს საკეთესო ვერსიად თვლი. მასთან თავს ისე გრძნობ თითქოს იმიტომ დაიბადე, რომ მას შეხვედრილიყავი.

მეშინია. მეშინია იმის, რომ ძალიან მალე დავეცი. მაგრამ ამას პიველივე შეხვედრიდან ვგრძნობდი მისმა კარგად გაცნობამ კი მისდამი გრძნობები გამიმძაფრდა. მეშინია იმის გამოც, რომ შეიძლება სიყვარულზე სიყვარულით არ მიპასუხოს.

- რაზე ფიქრობ ქალი? - ხელი ხელზე მიმკიდა და წამიერად მზერა მე მომაპყრო შემდეგ ისევ გზას შეხედა

- იმაზე თუ სად შეიძლება მივდიოდეთ - ღრმად ამოვისუნთქე ჩემს გონებას ვუთხარი, რომ ამაზე საუბარი ადრეა და ლუკიზე გადავიტანე ყურადღება

- მალე მივალთ და გაიგებ - ისე გამოიყურებოდა თითქოს ეგონა რომ გამეგო უკან მივაბრუნებდი

- ლუკი შენ რა ნერვიულობ? - ყურებამდე გავიღიმე ისე თითქოს ამაზე საყვარელი არაფერი მენახოს

- ცოტას - ნერვიულად გამიღიმა

- და რაზე ნერვიულობ? ამხელა ჟირაფი კაცი? - ვიცოდი სულელური ხუმრობა იყო მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე

- რა მიწოდე? - ლუკს გაეცინა მაგრამ გაბრაზებული სახე მიიღო

- ჟირაფი. ქერა ხარ თითქმის ჟირაფისფერი და მაღალიც. მოკლედ გიხაროდეს ლოგიკურად მოაზროვნე ბიჭი მიგყავს პაემანზე - ამაყი სახე მივიღე და თან სიცილის შეკავებას ვცდილობდი

5sos - don't fucking lie to me -cake-  (ქართული)Where stories live. Discover now