Calum
ქალუმ ჰუდი მოკვდა, დასამარდა. სწორედ იმ მომენეტში როდესაც გააცნობიერა, რომ ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლედ მიაჩნდა ატყუებდა.
მე ვინ ვარ. წარსულში მე ქალუმი ვიყავი. წარსულში, რომელიც ინახავს საუკეთესო მოგონებებს და სწორედ ამ მოგონებებმა მოკლეს ის ანუ მე. ჩემი გონება მთლიანად არეულია. ვეღარაფერს ვგრძნობ უფრო სწორედ ვგრძნობ მაგრამ რეაქცია აღარ მაქვს. თითქოს გავიყინე. ზამთარმა ჩემში შემოაღწია და იმის მაგივრად, რომ საშინელი მოგონებები და ცუდი გაეყინა, გრძნობების გამოხატვის უნარი წამართვა.
ეხლა ვინ ვარ? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ვინ ვიყავი არც ის ვიცი. მხოლოდ იმ მომენტში ვიყავი სრულიად ცოცხალი, როდესაც ლუკი ჩემთან იყო. მანამდე სანამ მას შევხვდებოდი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი მკვდარი იყო.შემდეგ ცისფერმა თვალებმა და ქერა კულულებმა თითქოს დიდიხნიანი ავადმყოფობიდან გამომაჯამრთელეს. თითქოს თვალებიდან გამოვიხედე და ცისფერი ცა სანაპირო და ყვითელი ქვიშა დავინახე. (ცისფერი თვალები და ქერა კულულები)
ლუკის გარეშე ქალიმი არ არსებობს. რადგან სიყვარულია ის რაც გაცოცხლებს... ქალუმს ანუ წარსულ მეს კი არასწორი ადამიანი შეუყვარდა. არადა არ მინდა ლუკს შეცდომა ვუწოდო. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიყვარს, თითოეულ წამს უფრო მეტად და თითოეულ წამს ეს ჭკუიდან მშლის. მგონი ვგიჟდები. საკუთარ თავს არ ვგავარ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ქალუმი მოკვდა
ნეტავ შემეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება. ოღონდ არა როგორც ქალუმ ჰუდი, რომელლმაც გამოცადა ცხოვრებაში საუკეთესო გრძნობდა და ისიც სიცრუე აღმოჩნდა. იქნებ ვიყო ადამიანი, რომელასაც არც სახლი აქვს არც ფული მაგრამ თავის საყვარელი ადამიანის მკლავებში ძინავს და მისთვის მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. რადგან სიყვარული გვაცხოვრებს და არა მატერიალური შესაძლებლობები.
YOU ARE READING
5sos - don't fucking lie to me -cake- (ქართული)
Fanfiction5sos როცა სიყვარული ტყულით იწყება მისი დაჯერება ძნელია