Calum
დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა. ლოგინზე წამოვჯექი და ჩემი ოთახი მოვათვალიერე. საიდან გავჩნდი აქ. ბოლოს, რაც მახსოვს ისაა, რომ კრისტალის ერთ-ერთ ოთახში ვიწექი და ვტიროდი. მერე მახსოვს, რომ ვიღაცა მკოცნიდა რაც არ მესიამოვნა და ბოლოს ვიღაცამ გამომათრია და მანქანის დახურვის ხმა გავიგე. წარმოდგენა არ მაქვს ვინ მომიყვანა სახლში. თავისტკივილი უფრო ძლიერდებოდა. ლოგინიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი. სარკიანი პატარა სათავსო გავაღე, ტკივილგამაყუჩებელი ავიღე და დავლიე. თავის ტკივილი მალევე ოდნავ ჩამიცხრა.
ვცდილობდი გუშინდელი საღამოდან მეტი გამხსენებკდა მაგრამ უშედეგოდ.
სააბაზანოდან გამოვედი ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. კიბეებზე ჩავირბინე და ცოტახანში კაფის წინ ვიდექი. გასაღებით გავაღე და მიკის მოსვლას ველოდებოდი. ვიცოდი, რომ მას აუცილებლად ეცოდინებოდა თუ რა მოხდა გუშინ საღამოს წვეულებაზე. ის თუ როგორ მივევდი სახლში.
დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მიკიმ კაფეს კარი შემოაღო, მაგიდებს გვერდი აუარა
- გამარჯობა ქალ - მომესალმა და ჩემს გვერდით ბართან ჩამოჯდა. - როგორ ხარ. ნაბახუდევი ხომ არ გაწუხეს? - მმხარი გამკრა და მიმახვედრა, რომ იცოდა გგუშინდელზე- ტკივილ გამაყუჩებელი დავლიე და თავს უკეთ ვგრძნობ. უბრალოდ გუშინდელი საღამოდან არაფერი მახსოვს
-საერთოდ არაფერი? -მიკი გაკვირვებული იყო და თითქოს ფიქრობდა მოეყოლა თუ არა გუშინდელზე
- მხოლოდ მისვლა დალევვა ტირილი, არასასიამოვნო კოცნა, მანქანნა და მანქანის კარის დაკეტვის ხმა. მეტი არაფერი. შენ იცი ვინ მაკოცა ან ვის მანქანაში ვიჯექი? - იმედი მქონდა მიპასუხებდა, მაგრამ თითქოს ვხვდებოდი რაც მოხდა და ამავდროს არ მინდოდა, რომ მოეყოლა
- არ ვიცი ქალ ღირს თუ არა, რომ მოგიყვე. იქნებ ჯობია, რომ არ გახსოვს - მიკი ისევ არ იყო დარწმუნებული. ჩემს რეაქციას წინასწარ ვერ საზღვრავდა. რათქმაუნდა ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყველაზე კარგად მიცნობს, მაგრამ ლუკთან დაშორების შემდეგ თითქოს თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ემოციები ერთმანეთში ამერია. ზოგჯერ ღამით ისტერიკულად ვიცინი ხანაც სულმოუთქმელად ვტირი ხან გაშტერებული ერთ წერტილს ვუყურებ თითქოს ამქვეყნად არაფერია. გარშემო ყველაფერი გაქრა და არც მე ვარსებობ და ასეცაა მე მის გარეშე არ ვარსებობ. ქალი ლუკის გარეშე ჩემთვის დაუსრულებელი კოშმარია
YOU ARE READING
5sos - don't fucking lie to me -cake- (ქართული)
Fiksi Penggemar5sos როცა სიყვარული ტყულით იწყება მისი დაჯერება ძნელია