Calum
FLASHBACK
ლუკი...
ლუკი...
ლუკი...ესაა რაზეც გამუდმებით ვფიქრობ. ჩემი ჟირაფი, სულ იმას ცდილობს გამაღიმოს. მგონი ისიც სულ ჩემზე ფიქრობს. იმაზე თუ რა მესიამოვნება.
სუნთქვაშეკრული ვიდექი მის წინ. ის კი ჩემს უკნა იდგა და მეხვეოდა. ჩემს წინ პატარა პუფი იდგა რომელიც გარშემო ყვავილებით იყო სავსე. სახურავზე ვიყავით, რომელიც ლამაზი სანათემით იყო განათებული. პუფზე პლედები ეწყო. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ.
ლუკი პუფზე მოკალადა მეც მისკენ მიბიძგა და მის გვერდით დავეცი. მიმიხუტა და პლედი მეც მომახურა. ზამთრის მიწურული იყო. გაზაფხული მალე მოვიდოდა, მაგრამ მაინც ციოდა. მაგრამ მე სითბოს ვგრძნობდი, რომელიც ჩემს გვერდით მწოლი ბიჭის გულისფეთქვიდან იყო წამსული.
ცას ვუყურებდი. ღრუბლები ვარსკვლავებს ოდნავ ფარავდა, მაგრამ სანახაობა მაინც შესანიშნავი იყო.
თებერვალი, მაგრამ ჩემში აგვისტო იყო.
-ქალი - მიჩურჩულა და ჟრუანტელმა დამიარა
-ჰმმმმ - ისე კომფორტულად ვიყავი მეგონა პირიც, რომ გამეღო და რაიმე მეთქვა ყველაფერი გაუჩინარდებოდა
- არაფერი უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა. რამდენიხნით მიდიხარ ნათესავების სანახავად - ისევ ყურში მიჩურჩულა. ერთიანად ამაკანკალა მაგრამ ეს სასიამოვნო კანკალი იყო
-ჰმმმ - ისევ იგივე შეგრძნება მქონდა. ამიტომ არაფერი ვუპასუხე. გაეცინა და თავი მისკენ მიმატრიალებინა
- ქალი პატარავ, ხომ არ ჩაგეძინა? - როდესაც დაინახა, რომ თვალები გახელილო მქონდა ლოყაზე მაკოცა და ჩაიცინა
- უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქს, რომ გავინძრე შეიძლება უეცრად გაქრე. - მეც გავუღიმე და თვალებში შევხედე, რომელიც დილის ცას გავდა. ჩემი კი ღამის.
- საყვარელო. მე აქ ვარ. ნამდვილი ვარ და არასდროს მიგატოვებ, რადგან მიყვარხარ - გავწითლდი. მზერა ისევ ცაზე გადავიტანე
- მეც - ჩავილუღლუღე
- შენც რა? არ გაქრები? - გაიცინა და სახე მისკენ მიმატრიალებინა
- არა სულელო მეც მიყვარხარ - თმები ავუჩეჩე. მის ოქროსფერ ხუჭუჭა თმაში ხელები შევაცურე და ავუჩეჩე. თმები გაისწორა და ისევ მიმიხუტა
- და ჩემს კითხვაზე რატომ არ გამეცი პასუხი? - ცას ახედა
- რომელზე - ვკითხე და შემდეგ გამახსენდა რა კითხვაც დამისვა
- რამდენიხნით მიდიხარ ნათესავების სანახავად? - მკითხა და ეტყობოდა ნატრობდა რაც შეიძლება ცოტა დრო მეთქვა
- ორიკვირით - ვუპასუხე და მეც გული მწყდებოდა რადგან ორიკვირა მის გარეშე დიდი დროა
- რაა - გააცნობიერა, რომ ორიკვირის განმავლობაში ვერ მნახავდა -არაა
- ვიცი ლუკი. მეც არ შემიძლლია ამდენხანს უშენოდ ყოფნა, მაგრამ ნათესავებიც მენატრებიან წელიწადში ერთხელ ვნახულობთ ისიც ჩემი ბიძაშვილის დაბადებისდღეზზე რომელიც იქითაკვირაშია - ვუთხარი და ისე ჩანდა თითქოს თავს ვიმართლებდი
- ვიცი ქალი. არაა აუცილებელი ამიხსნა. უბრალოდ, როგორც შენ თქვი არ შემიძლია ამდენხანს უშენოდ ყოფნა. ძალიან მომენატრები - სევდანარევი ხმა ქონდა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის არ ეგრძნობინებინა. თითქოს ეგონა ამას შეეძო ჩემი აზრის შეცვლა და არ უნდოდა ჩემი დარჩენის და ნათესავების უნახაობის მიზეზი ყოფილიყო
- მეც მომენატრები ჟირაფო - გამიცინა და მაკოცა
- შენ ჩემი ლეკვი ხარ. მაგრამ ეს უსამართლობაა შენ გიყვარს ძაღლები. ჩემი საყვარელი არსება კი პინგვინია შენ კიდე ჟირაფს მეძახი - თითქონს ნაწყენი გამომეტყველება მიიღო, მაგრამ ისეთი საყვარელი იყო ვერ გავუძელი და ვაკოცე. მისი ტუჩის პირსინგის ცივ შეხებას ვგრძნობდი. ჩემი დიდი ტუჩები მის პატარა ტუჩებს ეხებოდა და სიცოცხლის სურვილს მიჩენდა. თითქოს ამ წამისთვის ვიცოცხლე. იმისთვის, რომ ამ წამს ლუკის გვერდით პუფზე ვწოლილოყავი და მისთვის მეკოცნა.
- კარგი ამიერიდან შენ ჩემი პინგვინიც ხარ ჟირაფიც პიკნიკების მეფე და ჩემი ცხოვრების სიყვარულიც - ეხლა მან მაკოცა. თან იღიმებოდა. მისი პირსინგი ისევ დაცურავდა ჩემს ტუჩებზზე.
- შენ კი ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ ქალი - თავი მმხარზე დამადო და ისევ ვარსკვლავების ყურება გავაგრძელეთ
მისი თვალები დილის ცასავით ანათებდა ჩემი კი ღამის
YOU ARE READING
5sos - don't fucking lie to me -cake- (ქართული)
Fanfic5sos როცა სიყვარული ტყულით იწყება მისი დაჯერება ძნელია