<>15<>

34 8 7
                                    

Flashback

Luke

დილით სიცივემ გამაღვიძა. არა და მახსოვს ღამით სითბო, რომელიც ჩემი სხეულიდან არ მოდიოდა. თავი წამოვწიე გვერდით ცარიელ ლოგინს გადავხედე და როდესაც მივხვდი, რომ ჩემს მეტი ლოგინში არავინ იწვა წამოვჯექი, პლედი ავიღე მოვიხვიე და ოთახიდან გავედი. კიბეებზე ჩავედი და მისაღებ ოთახში ფანჯარასთან მყოფი ნაცნობი სილუეტი შევნიშნე.

იღიმებოდა და ისე გამოიყურებოდა ცოტაც და ბავშვივით ხტუნაობას დაიწყებდა. გვერდით ამოვუდექი, პლედი მასაც მოვახურე. მას ვუყურებდი გარეთ არ გამიხედია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მას ვუყურებდი და არც კი გამიფიქრია ფანჯარაში გახედვა.

- წამოდი - ხელი ჩამჭიდა და კარებთან მივიდა. უკან გავყევი და პლედი უფრო ძლიერად მოვიხვიე. ზამთრის სუსხს აუცილებლად ვიგრძნობდი რადგან ქალლუმი გარეთ გადიოდა.

ქურთუკი მოიცვა და რომ დამინახა, რომ პლედში ვიყავი გახვეული კარები გააღო. უეცრად სითეთრე მომხვდა თვალებში. ქალუმის სახეზე ღიმილი იზრდებოდა. ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამიყვანა

თოვდა. ირგვლივ ყველაფერი გადაგეთრებული იყო. ქალუმი აქეთ იქით პატარა ბავშვივით დარბოდა. მე დავტრიალდი სახე ზეცისკენ აღვაპყრე და სახეზე თეთრი ფიფქები ვიგრძენი რომლებიც ჩემს სახესთან შეხებისთანავე დნებოდა

გვერდში ვიგრძენი, რომ რაღაც მომხვდა ქალუმს შევხედე, რომელიც იცინოდა და მივხვდი, რომ გუნდა მესროლა. გავეკიდე. გარბოდა და თან იცინოდა. წამიერად გამომხედავდა ხოლმე რომ გაეგო რამდენად შორს ვიყავი. დავიჭირე ჩემსკენ მოვზიდე და პლლედის ქვეშ მოვაქციე. ძლიერად მივიხუტე. ისიც მეხუტებოდა. მის ცივ ხელების შეხებას ზურგზე ვგრძნობდი. მისი აწითლებული ცხვირი ჩემს ლოყას ეხებოდა.

- მიყვარს თოვლი - ვუჩურჩულე და ცხვირზე თითი მოვუსვი

- მეც. მაგრამ იცი კიდევ რა მიყვარს? - თვალებში შემომხედა.

5sos - don't fucking lie to me -cake-  (ქართული)Where stories live. Discover now