Luke
პალატაში ვიწექი, რომელიც თეთრის სხვადასხვა ელფერით იყო განათებული. სახეზე სიმხურვალეს ვგრძნობდი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სახე ჩემი არ იყო.
ექთანმა მითხრა, რომ ჩემს მეგობარს შემოიყვანდა, რომელიც მთელი დრო გარეთ მალოდებოდა, ამიტომ ოდნავ წამომჯდარი, ბალიშების გროვას მიყუდებული ვიჯექი და აშტონს ველოდებოდი.
კარები გაიღო ექთანმა თავი შემოყო გამიღიმა, როცა დაინახა, რომ ისევ მეღვიძა უკან დაიწია და გზა სხვას დაუთმო.
ოთახში ნაცნობი ქერათმების ნაცვლად შავი შემოვიდა. მწვანეთვალების ნაცვლად ყავისფერმა შემომხედა.
გაოცებული ვუყურებდი. არ ვიცოდი, როგორი რეაქცია მქონოდა. გამხარებოდა თუ შემშინებოდა.
ქალუმი ჩემსკენ წამოვიდა. ანერვიულებული იყო. ოდნავ კანკალებდა. თითქოს დამნაშავე ის იყო და არა მე. სკამზე დაჯდა. არ მიყურებდა ხელებს ნერვიულად ათამაშებდა
- როგორ ხარ - წაიჩურჩულა მაგრამ ოთახში არსებული სამარისებული სიჩუმე გაფანტა და გავიგე
- გააჩნია რისთვის მოხვედი? - არ შემეძლო ამ კითხვაზე უბრალდ მეპასუხა კარგად ან ცუდად რადგან ჩემი კარგად ყოფნა მართლაც იმაზე იყო დამოკიდებული თუ რისთვის იყო მოსული, საჩხუბრად თუ სალაპარაკოდ
- ლუკი - სხეულში სიმხურვალე ვიგრძენი თითქოს ყინული რომელიც მთელი ეს დროს ჩემში იზრდებოდა დნობას იწყებდა - მე მე - ლუღლუღებდ
- ქალუმ მე მინდა ყველაფერი აგიხსნა გთხოვს მომეცი ამის საშვალება - თავი დამიკრა და წამიერად შემომხედა. შემდეგ ისევ თითქოს რაღაც საშინელი დაინახა ისევ ხელებს დაუწყლ ყურება
- ჯერ მე ვიტყვი რაღაცას - ხელები სახეზე მოისვა ღრმად ჩაისუნთქა - მინდა რაღაც გთხოვო
- რაც გინდა - მზერით ვეხვეწებოდი ჩემთვის შემეხედა და თითქოს გაიგოო მზერა მე მომაპყრო
YOU ARE READING
5sos - don't fucking lie to me -cake- (ქართული)
Фанфик5sos როცა სიყვარული ტყულით იწყება მისი დაჯერება ძნელია