თავი 4
8 თვის შემდეგ
ხელოვნების აკადემიის მეორე სემესტრი იწურებოდა და მხოლოდ 2 თვეღა იყო დარჩენილი საბოლოო გამოცდებამდე. ბეთი და ლიზა დღითი დღე ნერვიულობდნენ და ვერ კმაყოფილდებოდნენ მათი ცოდნით, ეგონათ რომ არასაკმარისი იყო. ამის გამო კი თითქმის ყოველ დღე ბიბლიოთეკაში რჩებოდნენ იქამდე სანამ დაიხურებოდა, ყველაფერს გადამეტებულად წერდნენ და კითხულობდნენ. მათი სასწავლო წელი შეუდარებლად მიდიოდა, ვერავინ აღწერდა როგორ სიამოვნებას ღებულობდნენ ხელოვნების ასეთი ღრმა შესწავლით.
თუმცა, ლიზას გონებაში აკადემიის საქმეებთან ერთად კიდევ ერთი რაღაც ტრიალებდა, არ აძლევდა მოსვენებას. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად ეშვებოდა ამ ფიქრებში და იცოდა გული ეტკინებიდა ყველაფრის ბოლოს... თუმცა მისთვის იმდენად საოცნებო იყო რომ, უარს ვერ ამბობდა.
ჰარი სტაილსი.
ის ადამიანი, ის დღე, ის ღიმილი, ის შეხება და ის სიტყვები უკვე სამყაროს წარმოადგენდა ლიზასთვის. იცოდა, იცოდა რომ მხოლოდ შორიდან შეეძლო ჰარითი ტკბობა, ვინ მისცემდა იმის ბედნიერებას რომ მისი შესანიშნავი წარმოსახვა აესრულებინა.
ბევრი რამ შეიცვალა მთელი ამ თვეების განმავლობაში. ლიზასთვის ჰარი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, მოსწონდა ის და მისი უსასრულოდ მწვანე თვალები, სურდა კიდევ ერთხელ დალაპარაკებოდა, იმ საღამოს შემდეგ ხომ არც კი გაუციათ სიტყვა ერთმანეთისთვის. განა რა იყო ასეთი ამაღელვებელი ჰარის საქცელებეში? თუმცა ლიზასთვის ეს სულაც არ ყოფილა გამოცანა, ჰარის ქმედებაში დაინახა რაღაც თბილი და სწორედ ეს სითბო იზიდავდა ცეცხლთან, ცეცხლთან რომელიც ჰარის გულთან მოდიოდა და სწორედ იქ გიზგიზებდა...
მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გვინდა.
ჰარის ცხოვრებაში კი გამოჩნდა გოგონა. მშვენიერი, ლამაზი, კეთილი, მეგობრული, მაგრამ მხოლოდ ხელოვნური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ მათ. არასდროს ყოფილა კენდალი ისეთი გოგონა რომ ჰარის მოსწონებოდა. კი, მშვენიერიც იყო და კარგი თვისებებითაც გამორჩეული, თუმცა პირველივე კვირიდან ყველაფერზე კამათობდნენ, კინკლაობდნენ და კატა-თაგვივით ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს.
BẠN ĐANG ĐỌC
In Our Little World (სრულად)
FanfictionHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...