თავი 16

476 36 11
                                    

თავი 16

I thougt you were unique

იმ საღამოს ლიზას ტირილში ჩაეძინა, იქამდე კი ფიქრობდა როგორი დიდი შეცდომა დაუშვა რომ საქვეყნოდ ცნობილ ქალების მოყვარულს ჰარი სტაილსს მის გულთან ასე ახლოს მისვლის უფლება მისცა. არ ესმოდა სად დაუშვა შეცდომა, მას ხომ მხოლოდ წრფელი გრძნობები აკავშირებდა მშვენიერ მწვანეთვალებასთან? და მაინც, უკვე გატეხილ გულს უბრძანებდა მასზე დარდი და ტირილი შეეწყვიტა თუმცა ამაოდ. წყალში ჩაეყარა ყველა მცდელობა. 

დილით გაღვიძებულს თვალების გარშემო კანი ეწვოდა და დასწითლებოდა, თითქოს წინა ღამეს დაღვრილი ცრემლების მიერ გამოვლილი გზა შანთით ამომწვარი ყოფილიყო. 

მისმა მშობლებმა სამსახურს მიაშურეს, ის კი სრულიად თვისუფალ დროს საწოლში ატარებდა, ტირილს აღარ აპირებდა მაგრამ გული სტკიოდა. შუა დღე იქნებოდა,  მისაღებში იჯდა, ტელევიზორის ეკრანს უაზროდ მისჩერებოდა სადაც რაღაც რეალითი შოუ გადიოდა. ფიქრებით მაინც ჰარისთან იყო, მხოლოდ იმის ცოდნა სურდა მისი გრძნობები რომლებიც ასე გააცამტვერა ნამდვილი თუ იყო. ფიქრობდა რომ ვერ იქნებდოა თვალთმაქცობა მათი ერთად ყოფნის პერიოდი. ან როგორ იქნებოდა? ამ მიზიდულობას და ელექტროობას ერთმანეთთან რომ აკავშირწბდათ ხომ ვერ გაითამაშებდნენ?

კარზე ზარმა გამოარკვია ფიქრებიდან, არც გაუხედავს ლულაში ისე გააღო კარი და წამში ინანა როდესაც სახეზე მწუხარება გამოსახული ჰარი დაინახა. კარის მიხურვა სცადა მაგრამ ჰარიმ დაჭერა მოასწრო.

-გთხოვ შემომიშვი, სათქმელი რაც მაქვს გეტყვი და მერე თუ მოინდომებ გამაგდე. - ლიზამ კარი გააღო და სახლში შეუშვა. იცოდა რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი დამნაშავე მხოლოდ ჰარი იყო და მისგან გაგებული სიტყვები თუ როგორ წუხს ის არაფერს შეცვლიდა, შემდეგ კი ისევ მარტო დარჩებოდა საკუთარ გულისტკივილტან ერთად, რომელიც არ დაუმსახურებია.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now