თავი 14

512 41 25
                                    

თავი 14 

Can't stop the feelings.

დილას მზის სხივებმა გამოაღვიძა ლიზა. საწოლზე წამოჯდა და ოთახი მოათვალიერა, მოწესრიგებული და ლამაზი აპარტენტის საძინებელი იყო,აშკარაა ბიჭის ოთახი. 

თავიდან დაიბნა, ვერ ხვდებოდა ბიჭის ოთახში რას აკეთებდა, შემდეგ კი წინა ღამის გახსენება სცადა, მაგრამ მცდელობა ამაოდ დასრულდა. 

დაიფიცა მეტს არ დალევდა და მცირედი შიშის მიუხედავად მისაღებში შევიდა სადაც მუხლებამდე შკრტსა და მოკლევადიან მაისურში გამოწყობილი ჰარი დახვდა. ის საუზმეს ამზადებდა, ჩაის მადუღარკს ხმა ისმოდა, მაცივრის ზუზუნიც და ტოსტის ხმაც. სასიამოვნო გარემოს ქმნიდა ყველაფერი დაიზასაც აღარ ეფიქრებოდა თავის ტკივილზე. 

-დილამშვიდობის. - მიესალმა ჰარი და პატარაზე გაუღიმა, ეგონა გუშინდელზე დავილაპარაკებთ და ახალ ეტაპზე გადავალთო, მაგრამ ლიზას სიტყვებმა ყველა აზრი გაუფანტა: 

-დილამშიდობის, მაგრამ შეგიძლია ამიხსნა შენს სახლში რატომ ვარ? არაფერი არ მახსოვს გუშინ რა მოხდა. იმედია საშინელებები არ ჩამიდენია.

ჰარის კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, ახლა მიანც ეგონა რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც მცდარი აღმოჩნდა.

-ამმ... ძალიან ნასვამი იყავი და აქ წამოგიყვანე, რომ მოვედით მალევე დაგეძინა. არაფერი განსაკითრებული. - უთხრა ჰარიმ და ნაწყენი მიტრიალდა გაზქურისკენ. ლიზას მისი ხასიათის ცვლილება არც კი შეუმჩნევია. 

-ბევრი დავლიე? ოჰ არა, სიმთვრალეში სისულელეებს ვაკეთებ ხოლმე. - ამოიოხრა ლიზამ და თავი მაგიდაზე ჩამოდო. ჰარიმ ამოიოხრა, ჩურჩულით დაეთანხმა სისულელეებს ჩადიხარო მაგრამ ლიზას არ გაუგია.

ლიზას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, მისი კურსელი რაღაც ვიდეოს უგზავნიდა. მან სწრაფად გახსნა ვიდეო და გაკვირვებისგან დაბნეულმა რაღაც სიტყვები წამოისროლა.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now