თავი 23

480 35 8
                                    

თავი 23

ერთი თვე იყო გასული ლიზას და ჰარის შერიგებიდან. 

ყველაფერი კალაპოტში დგებოდა ნელ ნელა და ახალ კურსს იძენდა. ბიჭები აგრძელებდნენ კარიერას, ახალ სიმღერებს წერდნენ და ტურიც ჰქონდათ გეგმაში.  ზეინიც მათთან ერთად ატარებდა დროს მაგრამ ამჯერად ბენდის საქმისგან მაინც შორს იჭერდა თავს. ბიჭები თუ რამეში დახმარებას თხოვდნენ რა თქმა უნდა ეხმარებოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ მათ თავი ისევ ისე ეგრძნოთ როგორც აქამდე.

და ბიჭებსაც აღარ გასჭირდევბიათ, ზეინი კარიერაში აღარ იყო, მაგრამ მათი ცხოვრებიდან რა თქმა უნდა არ წასულა. 

ერთი საღამო იყო, ლიზა და ჰარი ფილმს უყურებდნენ, დროდადრო ისე გაერთობოდნენ კოცნით აღარც ახსოვდათ ფილმი. 

ლიზა გემრიელად შეექცეოდა შოკოლადის ჩიფსებს როდესაც მოულოდნელად მუცლის მწარე ტკივილი დაეწყო და ღებინების შეგრძნება დაეუფლა. სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და საპირფარეშოში შეირბინა. ჰარიც მას გაჰყვა მაგრამ ლიზამ კარები ცხვირწინ მიუკეტა და ჩაკეტა კიდევაც.

-ლიზა გახსენი. 

ლიზამ რამდენიმე წამში უპასიხა -არა, საშინლად გამოვიყურები. 

-ლიზა შემომიშვი, ცუდად ხარ.

-არა ჰარი! 

-კარგი რა, ჩემი ცოლი იქნები მომავალში და შვილების დედა, აქედანვე უნდა დიაწყო მუშაობა სიმორცხვეზე. და უნდა იცოდე რომ მე ყველა სიტუაციაში დაგეხმარები.

-ახლა არა ჰარი, არ შემოგიშვებ.

-მენდობი? - ნაწყენი იყო ჰარი, არ იცოდა ასე ძალიან რამ დააფრთხო მისი გოგო. 

-რა თქმა უნდა, მაგრამ... - შემდეგ მიხვდა რომ უსამართლოდ ექცეოდა და საკეტი გადაატრიალა, ჰარიც წამში შიგნით შევიდა.

-ისევ ცუდად ხარ? - ურჩად ჩამოშლილი კულულები სახიდან გადაუწია, ლიზამ კი ახალი ნაკადის სიძლიერე იგრძნო და უნიტაზს ხელახლა გადაეყუდა.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now