თავი 3

1K 52 27
                                    

თავი 3

ძალიან დამღელი პირველი კვრისი შემდეგ ბეთიმ ლიზა თავისთან დაპატიჟა სამეცადინოდ.

მათთვის რთული მაგრამ ამავდროულად მართლაც რომ საინტერესო კვირა გამოვიდა. ფერწერის ტიპებიდან დაწყებული, მხატვრების შესრულების ხერხებით დასრულებული ყველა დეტალი განიხილეს და ნელ-ნელა ახალ თემებსაც ამატებდნენ, ორივე ძალიან მოწადინებული და მოწესრიგებული იყო აკადემიაში, უკვე მათი კარგად სწავლის გამო ლექტორები სპეციალურ თემებსაც ურჩევდნენ, კურსელებისთვის კი სწორედ ისეთ ხალხს წარმოადგენდნენ, თუ დაუმეგობრდებოდი და შენც მათ მსგავსად - იარლიყი მოგეკრობოდა... მაგრამ არც ლიზა და არც ბეთი ამას არ გადმოსცემდნენ ზედმეტი ამპარტავნობით, ისინი უბრალო გოგონები იყვნენ უსაზღვრო ინტერესებით.

ერთი-ორჯერ აკადემიის ხელოვნებათმოდნეობის კურსის ბიჭებმა გამოლაპარაკება სცადეს მათთან. ლიზას და ბეთის ერთად ჩავლა მესამე სართულზე (სადაც იმ ბიჭების დაჯგუფება სწავლობდა რომლებსაც მათი თვალები ბეთისა და ლიზაზე ქონდათ) საოცრად მიმზიდველი იყო ხოლმე, ისე ლამაზად გამოიყურებოდნენ, ისე საინტერესოდ და მიმზიდველად რომ ბევრი იქ მყოფის ყურადღებას ძალიან მარტივად იქცევდნენ.

აკადემია მაღალი კლასის იყო, არ ესწრებოდნენ ისეთი ახალგაზრდები რომლებიც არაფრის კეთებასა და დროის უაზროდ გაყვანაში დაკარგავდნენ წელს, ასე ვთქვათ აკადემიის ყველა მოსწავლე ჩართული იყო საქმეში, ყველა მათგანს რაღაც ინტერესი ჰქონდა.

თუმცა, ეს ხომ ხელოვნების აკადემიაა... სხვას რას უნდა მოველოდეთ.

-მგონი საკმარისია, როგორ გგონია? - კითხვა ბეთიმ ლიზას და მისი სამ ფურცლიანი ესე ჰაერში ააფრიალა. 

-სრულიად საკმარისია, მგონი გადააჭარბე კიდევაც. შენ რას ფიქრობ? - ახლა ლიზამ დაანახა ერთ-ერთი რენესანსის პერიოდის მხატვრის მიერ შესრულებული ნახატის ფერთა სიხშირის განხილვა რომელიც ორ დიდ ფურცელზე, ორივე მხარეს გავსებული იყო.

In Our Little World (სრულად)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang