თავი 10
Drunk Styles
შუა კვირა იყო, ლონდონს სქელი საბანივით გადაჰკვროდა ჩვეული ნაცრისფერი ღრუბლები, გვიანი გაზაფხულის მიუხედავად მაინც გრილოდა და ლიზა უკვე ნანობდა იმას რომ დილას შარვლის ნაცვლად კაბა ჩაიცვა.
აკადემიის შენობის წინ მოსწავლეები ირეოდნენ, ზოგი სახლის გზას ედგა, ზოგი მეგობრების გარემოცვაში საუბრობდა, ზოგიც ლექტორს უთანხმებდა რაღაც დეტალებს. ჩვეული სასწავლო დღე იყო.
ხელოვნებათმცოდნეობის ლექციის ბიჭები რომლებიც მესამე სართულზე იყრიდნენ ხოლმე თავს იქვე ისხდნენ, აკადემიის წინა ეზოში ოდნავ გვერდით მდგარ სკამზე, დაახლოებით შვიდნი იქნებოდნენ. რამდენიმე მათგანი ახალ გაკიდებულ სიგარეტს პირში იქცევდა და საუბრის პარალელურად ჰაერში მომაკვდინებელ ბოლს უშვებდა. შორიდანვე ისე მიმზიდველად გამოიყურებდონენ გულგრილი ვერ ჩაუვლიდი და სხვა თუ არაფერი თვალის გასახარებლად მიანც შეავლებდი თითოეულ მათგანს მზერას. კილიანმა სიგარეტი ურნაში ჩააგდო და მისი მეგობრებისკენ მიმავალს უკანა გზაზე თვალები აკადემიის კარებზე მიეყინა.
ლიზა და ბეთი ლაპარაკ-ლაპარაკით ჩმოდიოდნენ კიბეებზე. ლიზა ოდნავ მობუზულიყო, სციოდა მაგრამ არ იმჩნევდა, ბეთი კი ყოველ წამს სახიდან ურჩ თმას იწევდა. მესამე სართულის ბიჭებს მათზე თვალები უკვე სემესტრის დაწყებიდან აქვთ, ხშირად საუბრობდნენ და მართალია გოგონების შეუმჩნევლად მაგრამ ძლიერ ფლირტსაც მიაყოლებდნენ ხოლმე საუბარს. კილიანი მის მეგობრებთან მივიდა, გოგონებზე ანიშნა და ლიზას დაუძახა, შემდეგ ხელის აწევით ანიშნა აქ მოდითო.
ლიზა და ბეთი მათ მიუახლვდნენ და თავაზიანად მიესალმნენ. კილიანსაც დრო არ დაუკარგავს, საუბარი დაიწყო:
-გამოსაშვების თემა მოგწონთ? - სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა.
-მე მომწონს, უამრავი კარგი კოსტუმის იდეა მაქვს უკვე. - თქა ბეთიმ და გაიღიმა, ყურადღება არ მიუქცევია ერთ-ერთი ბიჭის მზერისთვის.
ESTÁS LEYENDO
In Our Little World (სრულად)
FanficHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...