თავი 11

505 40 10
                                    

თავი 11

I need you

Harry's Point Of View

დღის სინათლე მაღვიძებს. ამას წამში თავის ტკივილიც უერთდება, მაგრამ ისეთი გაუსაძლისი არა რომ წამლის მიღება დამჭირდეს. 

წამოვჯექი და თავი მოვიქექე, საბოლოოდ გამოღვიძებას ვცდილობდი როდესაც საწოლში ჩემს გვერდით ფეხები შევნიშნე. 

შეშინებულმა გავაყოლე მზერა სხეულს და ლიზას დანახვაზე თვალები გამიფართოვდა.

მშვიდად ეძინა, ძალიან ნაზად გამოიყურებოდა მისი კულულა თმა რომელიც ბალიშზე იყო მიმოფანტული, ჩემი მაისური ეცვა და ეს კიდევ უფრო მიზრდიდა საკუთრების შეგრძნებას. 

ბოლოს კი ჩემი ყურადღება მის ყელზე არსებულმა იასამნისფერი შეფერილობის ნიშნებია მიიქცია. 

ერთი წუთით... მას ჩემს საწოლში ძინავს, ჩემს სამოსში, ყელზე ნიშნებით, და ეს ყველაფერი ჩემი სიმთვრალის პარალელურად. ჩვენ რა? ანუ ჩვენ... 

-დილა მშვიდობის ჰარი. - მესმის მისი ნაზი ხმა და ყველა ფიქრი ამ ხმის გაგონების თანავე უჩინარდება. 

-დილა მშვიდობის ლიზა - გავუღიმე, ისე ყალბად რომ ალბად ნებისმიერი მიხვდებოდა. 

-თავს როგორ გრძნობ? გუშინ ძალიან დათვერი და - ის წამოჯდა, ურჩი თმა სახიდან გადაიწია -და ალბად თავი გტკივა, შემიძლია წამალი მოგიტანოთ თუ გინდა. - გაიღიმა, ძალიან გულღიად და ნამდვილი ღიმილით, ჩემგან განსხვავებით. 

-მადლობა ლიზა, კარგად ვარ. - ყოველი წინადადების ბოლოს მისი სახელის გამეორება მეგონა რომ სწორად აზროვნებას გამაგრძელებინებდა. საერთოდ ეს რა ფიქრებია! ამის დედაც ჰარი, აზრზე მოდი! 

-ლიზა ჩვენ, ან–ანუ გუშინ ღამე ჩვენ... 

ლიზას გაეცინა, თავი გააქნია და საუბარი დაიწყო -შენ გუშინ ძალიან მთვრალი იყავი, იძახის რომ მოგწონდი, კიდევ ათასი სისულელე, შემდეგ მთხოვე რომ შენთან დამეძინა, მეც სხვა გზა აღარ მქონდა, უფრო სწორად არ დამიტოვე. მსგავსი არაფერ ყოფილა რასაც შენ ფიქრობ, მართლა ხომ არ მოგწონვარ, არა? - კიდევ გაიცინა და საწოლიდან წამოდგა.

In Our Little World (სრულად)Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu