თავი 9
აღიარებაგაზაფხულის ძალიან თბილ ამინდში ჩიტები ჭიკჭკებდნენ, ყვავილების სურნელი ტრიალებდა, პატარა ბავშვები დამალობანას თამაშობდნენ ხოლო ქუჩაში ნაილის ყვირილი ისმოდა
-ხუჭუჭა ლიზაააა, როგორ მომენატრეეე წარმოდგეეენაც კი არ გაქვს-თქვა და ლიზას ძლიერად მოეხვიდა და სახლში ახალშემოსულ ბეთისაც ხელი დაუქნია
-ნაილ მეც ძალიან მომენატრეთ მაგრამ ახლა თუ დამახრჩობ უფრო მეტად მოგვენატრება ერთმანეთი
ცოტახანში გოგონები მისაღებში შევიდნენ სადაც ბიჭები დახვდნენ. თითოეული მათგანი ლიზას თბილად მიეხუტა, მათ ენატრებოდათ ხუჭუჭა გოგონა. ბოლოს როდესაც ჰარის ჯერი მოვიდა ლიზას ლოყები აუხურდა და მაინცდამაინც ამ მომენტში ბეთიმ სამზარეულოდან დაუძახა
-ლიზაა გშიაააა?
-მე ამმმ. ხო მოვალ დაგეხმარები-ჰარის უბრალოდ ზრდილობიანად გაუღიმა და სამხარეულოში შევიდა.
მთელი დღე „ბავშვები" კინოებს უყურებდნენ, პიცას იძახებდნენ და კოკა-კოლით სკდებოდნენ. საღამოსკენ ეს ყველაფერი მობეზრდათ. გადაწყვიტეს „შესვენება" აეღოთ და ყველა თავისას შვებოდა. ლუი და ლიამი ტელეფონებში იყვნენ, ზეინი და ბეთი გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ, ნაილი რასაკვირველია დარჩენილ პიცას პირში იტენიდა. ლიზა და ჰარი ძალიან ჩუმად ისხდნენ ამიტომ გოგონამ უკანა ეზოში გასვლა და მოწევა გადაწყვიტა, კოლოფს და ზუზუს სანთებელას ხელი დაავლო და გავიდა. სიგარეტს მოუკიდა და 5 წუთში ჰარი მასთან გაჩნდა
-ოჰ, ლიზა ლიზა
-ოჰ, ჰარი ჰარი-გააჯავრა კვლავ და გაიცინა
-რაღაც უნდა გითხრა-ჰარიმ კეფა მოიფხანა და გააგრძელა-ოღონდ დამპირდი რომ ჩვენს შორის დარჩება
-ნუ მაშინ მეც მაქვს რაღაც სათქმელი
-ბეთის ზეინი უყვარს, მოდი დავეხმაროთ
-ზეინს ბეთი უყვარს, მოდი დავეხმაროთ-ორივემ ერთდროულად თქვა და ცოტახანი გაფართოვებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. საქმე იმაში იყო რომ როგორც ჩვენი ზეინი და ლიზა- ისე ჰარი და ბეთი უყვებოდნენ ერთმანეთს საიდუმლოებს (განსაკუთრებით ეჭვიანობის ფონზე)
-შენც იგივეს ფიქრობ რასაც მე?-წარბები ეშმაკურად აათამაშა ლიზამ
-ზუსტად იგივეს-თვალი ჩაუკრა ჰარიმ
VOUS LISEZ
In Our Little World (სრულად)
FanfictionHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...