თავი 21
25 მარტი.
***
თითქმის თვე მიიწურა ლიზას და ჰარის დაშორების შემდეგ. ადრეც ხომ ჰქონიათ პრობლემატური განშორების მსგავსი პერიოდი? მაგრამ მათი ახლანდელი მდგომარეობა სრულიად განსხვავებული და ათასჯერ უფრო რთული თავ გასართმევი იყო.
მას შემდეგ რაც ორივემ გასინჯა ერთად ყოფნის და ბედნიერების გემო ვეღარ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე და ორივემ კარგად იცოდა მათი განშორება მარტივად არ დაიძლეოდა.
ლიზა ნელ ნელა ძალისხმევას კარგავდა, ყოველ ჯერზე სურდა ჰარისთვის დაერეკა და ეთქვა ის რასაც მასზე ფიქრობდა. უნდოდა რომ ყველაფერი ერთად ეთქვა, რომ უყვარდა, რომ ასე ლაჩრულად და მესამე პირის ჩარევით არ უნდა დასრულებულიყო მათი ურთიერთობა და სურდა ეკითხა მისთვის იყო კი ეს დასასრული?
სამაგიოროდ მოდესთი მშვენივრად აწყობდა საქმეს,ჰარის ცხოვრებაში ტოპ მოდელი ჯორჯია ფოულერის გამოჩენას გეგმავდნენ და ეს უახლოეს თვეებში უნდა მომხდარიყო, მესამე ტურნე უკვე დაგეგმილი იყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.
ჰარი უფრო და უფრო საკუთარ თავთან ჩაკეტილი ხდებოდა და მის გარშემო სიტუაცია მდგომარეობას და მის ხასიათს მთლად აუარესებდა.
საერთოდ აღრ გადიოდა გარეთ, აღარ კონტაქტობდა მენეჯმენტთან და ყველა ინტერვიოუზე უარს ამბობდა იმის მიუხედავად რომ ძალით მაინც ტენიდნენ შოუებსა და პერფორმანსებში. ჰარის ხასიათის ცვალებას კი ზეინიც დაემატა...
*
მათ მესამე ტურნე დაიწყეს, მთელი დედამიწა უკვე მესამედ ანშლაგით აიღეს, ქალაქები მათი კონცერტებისთვის მიმავალი ხალხის დამსახურებით გამოწვეული საცობების გამო იტვირთებოდა, ფანები ღამეებს ათევდნენ საკონცერტო დარბაზებთან, ბიჭები კი ნელ-ნელა პიკს უახლოვდებოდნენ და თითოეული ნაბიჯი პიკისკენ ახალ დიდებულად დასრულებულ კონცერტს ნიშნავდა.
أنت تقرأ
In Our Little World (სრულად)
أدب الهواةHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...