თავი 20

501 36 10
                                    

თვი 20

დაშორება

როგორც კი ჰარი აპარტამენტში შევიდა, მას კი ლიზა შეყვა მაშინვე იფეთქა მასში ბრაზმა. იქვე მდგარი დეკორაციული ყვავილების დიდი ვაზა კედელს მთელი ძალით ესროლა და გინებაც მიაყოლა.

-ჰარი, ნივთების დალეწვით ვერაფერს ვერ სეცვლი! უდა ვისაუბროთ!

-ვიცი რითიც დასრულდება ჩვენი "საუბარი".

-და ამის გამო არ უნდა შევეხოთ ამ თემას?! - ხმას აუწია ლიზამ.

-ნუ ყვირი! - საპასუხოდ ხმის ტონი არც ჰარის უმოწმებია.

-ჰარი დამელაპარაკე, ჯობია ახლავე გადავჭრათ ეს პრობლემა.

-და შენ გგონია ასე მარტივად მოგვარდება? არა ლიზა! ვიცი რომ ერთ დღეს მოგბეზრდება და წახვალ.

-გგონია რომ შენთან ურთიერთობა მომბეზდება? - ხმა შეეცვალა ლიზას. რას არ იფიქრებდა მაგრამ ამას ვერა.

-არა შეიძლება ჩვენი ურთიერთობა არ მოგბეზრდება მაგრამ სიტუაცია ამ დაწყევლილი ურთიერთობის გარშემო ვიცი რომ სულ მალე ამოგივა ყელში. ყოველ გარეთ გასვლაზე კამერების ნათება, პაპარაცები, ცნობილის ცხოვრება არ არის ისეთი როგორიც გგონია. - ხმა უთრთოდა მაგრამ მაინც ყვირილის ტონით ლაპარაკობდა. გარშემო მძვინვარებით დადიოდა და ლიზას წარბშეკრული მზერას არ წყვეტდა.

-ეს დაწყევლილი ურთიერთობა ყველაფრად მიღირს. - ჩუმად ჩაილაპარაკა ჰარის გაუაზრებელი სიტყვების გამო გულნატკენმა ლიზამ.

-და მაინც დარწმუნებული ვარ სულ მალე დაიღლები, ამოგივა ყელში ის რომ შენს საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ შენ აღარ გადაწყვეტ და განაგებ. აღარც საყვარელ ადამიანთან გატარებულ დროს დაგიჯდება და როდესაც მიხვდები რომ თავისუფლება გირჩევნია ამ ყველაფერს, შემდეგ ყველაფერი დასრულდება. - ჰარიმ ამჯერად ხმა საგრძნობლად აუწია. ყოველ სიტყვაზე მისკენ ერთი ნაბიჯით იწევდა და საჩვენებელ თითს შუშა-ბანდებიდან ღიად მანათობელი ქალაქისკენ იშვერდა.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now