თავი 24

503 38 7
                                    

თავი 24

Pregnancy

***

ლიზა და ჰარი მენეჯრის წინ ისხდნენ, ლიზა ნერვიულობისგან ყოველ წამს საკუთარ თითებს ეთამაშებოდა, ჰარი კი დასამშვიდებლად ხელზე ეფერებოდა. თუმცა მაინც არაფერი შველოდა გოგონას, მარტივი ხომ არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი შენი კარიერის წამყვანისთვის გაგემხილა.

როგორც იქნა მენეჯერმა იკადრა და თავი საბუთებიდან ამოყო, ლიზას და ჰარის ჩაკიდებულ ხელებს გამომცდელად შეხედა შემდეგ კი საკითხავი სათვალე მოიხსნა.

-აბა, რამ შეგაწუხათ მე რომ მომაკითხეთ? - ირონია იცნობოდა მის ტონში. თუმცა უნდა აღინიშნოს, ბენდის ფანებს ძალიან მოსწონდათ ჰარის და ლიზას წყვილი, ეს კი მთავარი გასაღები იყო მენეჯმენტისთვის. უამრავი დადებითი მხარე მოუძებნეს ლიზას და ჰარის ურთიერთობას, ჰოდა ნელ-ნელა მათ წყვილსაც ეჩვეოდნენ და ახლა უკვე სხვა ზომებით ცდილობდნენ ჰარის პიარსაქმეში ჩართვას.

-ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს და იმედია გაგებით მოეკიდებით, იმედია არ მაინძულებთ რომ რამე საშინელება ჩავიდინო, მენეჯმენტთან და კარიერაში მიმართებით.

-შეგიძლიათ მითხრათ. - საგონებელში ჩააგდო ჰარის სიტყვებმა, არ იცოდა რა მოლოდინები შეიძლება ჰქონოდა.

-ლიზა ორსულადაა და სანამ სიტყვას იტყოდე იცოდე რომ ამ ბავშვზე უარს არ ვიტყვით.

მენეჯერს ჰარის სიტყვებზე უცნაურად ჩაეღიმა, ისე რომ არ სჩვეოდა ხოლმე...

-ბენდის მეხუთე ალბომის გამოსვლის შემდეგ შეგიძლია შვებულება აიღო იქამდე სანამ დაგჭირდება.

-ბიჭებმა ვისაუბრეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ... - დაიწყო ჰარიმ.

-ჯობს მაგ თემაზე დანარჩენებთან ერთად ვისაუბროთ. თქვენ კი გილოცავთ, იმედია მართლა გრძნობებზეა თქვენი ურთიერთობა აგებული და არა უბრალო გრძნობებზე. - კვლავ ის უჩვეულო ღიმილი.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now