თავი 7
Partners in crime
ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ რაც მედიამ ფოტოები და ჭორები გაავრცელა.
ყველაფერი თითქოს კალაპოტს უბრუნდებოდა, როგორც ხდება ხოლმე, ერთი სალაპარკო მეორემ ჩაანაცვლა. ზეინმა წვეულებაზე შეკრებილ პაპარაცებს დადგმულ სიმთვრალეში განუცხადა მისი და პერის დაშორების შესახებ, მეორე დღეს კი ჰარის მიერ ნათქვამი სიტყვები: "მენეჯმენტი შექგვეშვა, აღარანაირი ბიარდები" და ზეინის მთლად განთავისუფლება ერთი იყო. კი, სასიამოვნო გოგონა იყო პერი და ძალიან კარგადაც უგებდნენ ის და ზეინი მაგრამ ზეინს მაინც მარტო ყოფნა ერჩივნა, მას სიყალბე ყველაზე მეტად არ უყვარდა.
ნამდვილად ერჩივნა მისი რჩეულისთვის ასე ახლოდან მაგრამ ამავდროულად შორიდან ეცქირა, სხვა თუ არაფერი მის ღიმილს და სახეს მაინც შეჰყურება ყოველ დღე.
ლიზა სასწავლებელშიც არ გამოჩენილა, დირექტორს ერთი კვირით დაეთხოვა, დედამისს კი აინტერესებდა ასე ძალიან რატომ მოინდომა ამ ერთი კვირის სახლში გატარება მაგრამ ბევრი აღარაფერი უკითხავს, ისევ იმ ჭორებს დააბრალა.
ლიზა ხატვასა და მუსიკის მოსმენაში ატარებდა დროს, ოთახიდან მხოლოდ საჭმელად გადიოდა, დროის მარტო გატარება სურდა. ხატავდა ჰარის, პეიზაჟებს, ზღვას და კიდევ მის ფუმფულა სათამაშოებსაც.
ახლაც, საწლზე იჯდა და ყურსასმენები ეკეთა, თან "ქარიშხლიან უღელტეხილს" კითხხულობდა და დიდი ფუმფულა სათამაშო, სახელად ძილისგუდა ჰყავდა ჩახუტებული. საღამოს ათი საათი იქნებოდა, მისი მშობლები აღარ შევიდოდნენ მასთან ოთახში და მასაც ის საღამო სრულიად წიგნისთვის უნდა მიეძღვნა, რომ არა ფანჯარაზე მოხვედრილი კენჭები.
არ იცოდა ვინ შეიძლება ყოფილიყო მის ფანჯარასთან მაგრამ ის უფრო აბნევდა რომ არავის ისეთს არ იცნობდა ვინც ღმე ფანჯარასთან, კენჭების სროლას დაუწყებდა და ასე ცდიდა მასთან დალაპარაკებას. დაბნეულმა ლიზამ ფანჯრიდან გადაიხედა იქ კი მომღიმარი ზეინის დანახვისას თვითონაც გაეღიმა, ფანჯარა გახსნა და ზეინს გადასძახა:
ESTÁS LEYENDO
In Our Little World (სრულად)
FanficHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...